ბუდუ-გოლმა ლიგა 1-ის გუნდსაც გაუტანა [VIDEO]

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ საკუთარ მოედანზე, ლიგა 1-ის “სტრასბურგთან” მოგებულ ამხანაგურ მატჩში (4:1) გამოიჩინა თავი. ზივზივაძე მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ისევ სასტარტოში დააყენა, მან მე-40 წუთზე დალაშქრა ფრანგული გუნდის კარი, 77-ე წუთზე კი შეცვალეს. თამაშს BBBank Wildpark-ზე 10 500 მაყურებელი დაესწრო. შეგახსენებთ, ბუდუმ 21 ივლისს ბუნდესლიგის “ჰოფენჰაიმთან” შეხვედრაში შესვენებამდე ითამაშა და დუბლი შეასრულა. 3 აგვისტოს, […]

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დანიის ჩემპიონატში გააგრძელებს

“შახტარის” განაპირა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1-წლიანი იჯარით დანიურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, ასევე მოილაპარაკეს კლუბებმაც. “კოპენჰაგენს” მოთამაშის გამოსყიდვის უფლებაც ექნება. შეგახსენებთ, ამავე გუნდის ღირსებას 2021/2024 წლებში დავით ხოჭოლავაც იცავდა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის კარიერა […]

“ქათმის უძვლო ფრთებს” ძვლებიც შეიძლება ჰქონდეთ – ოჰაიოს სასამართლოს გადაწყვეტილება

ოჰაიოს შტატის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაცის სარჩელი, რომელსაც რესტორანში “ქათმის უძვლო ფრთებად” წოდებული კერძის ჭამისას ძვალი გადაეყლაპა და ცუდად გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქათმის უძვლო ფრთებს” ძვლებიც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს ტერმინი საკვების მომზადების გარკვეულ სტილს გულისხმობს და მისი განმარტება არ მოითხოვს, რომ კერძში ძვლები არ იყოს. მაიკლ ბერკჰაიმერმა 2016 წელს რესტორანს “ფრთები ბრუკვუდზე” (wings […]

ჰამასის თანახმად, ღაზაში სკოლაზე თავდასხმას ემსხვერპლა 30 პალესტინელი, ისრაელის თქმით, მან სამეთაურო პუნქტი დაბომბა

მინიმუმ 30 პალესტინელი დაიღუპა და 100 დაშავდა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სკოლის შენობაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც აკონტროლებს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება ჰამასი. ჰამასთან დაკავშირებული სტრუქტურები ირწმუნებიან, რომ შენობა საველე ჰოსპიტლად გამოიყენებოდა. ინფორმაციის დამოუკიდებლად შემოწმება ვერ მოხერხდა, იუწყება სააგენტო DPA. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათ დაარტყეს […]

მოცულობითი ბიუჯეტი და ტექნიკური სირთულე – რა შანსი აქვს საქართველოზე გამავალ “მწვანე დერეფანს”

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი შესაძლოა ახალი, მწვანე დერეფნის შექმნის საფუძველი გახდეს. შავ ზღვაში წყალქვეშა ელექტრო ხაზის მშენებლობისთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის პარალელურად, ირკვევა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი ტრანსკასპიური წყალქვეშა ხაზის მშენებლობის შესაძლებლობებსაც განიხილავენ. თუკი ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის აშენება მოხდება ის ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირების ერთიან სისტემას შექმნის. […]

“თხილის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა მცირე მიწიანი ფერმერების სიმრავლეა”, – ლევან ქარდავა

მცირე მიწიანი ფერმერების სიმრავლე ქართული თხილის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევაა, – ამის შესახებ BMG-სთან თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა აცხადებს. მისივე ცნობით, მცირე მიწიანი ფერმერის შემოსავალი იმდენად დაბალია, რომ მას ბაღების სათანადოდ მოვლა აღარ უღირს, რაც საერთო ჯამში, ქვეყანაში თხილის მოსავლის რაოდენობას და ხარისხს ამცირებს. “ქართველი ფერმერბის უმეტესობას, დაახლოებით, 0.6 ჰექატრის ფარტობის […]

საქართველოს კურორტებს საერთაშორისო მასშტაბით მარკეტინგი სჭირდება- თბილისის ბალნეოლოგიური

ADB საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამზადებს. საკითხზე გასული კვირის ბოლოს ბიზნესთან შეხვედრაც შედგა.

შსს: საჩხერეში 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა თანატოლმა მოკლა – დააკავეს 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჩხერეში 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა თანატორლმა ცივი იარაღით დაჭრა, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ […]

მკვლელობის ფაქტზე 18 წლის ბიჭი დააკავეს

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 18 წლის ბიჭი დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 26 ივლისს, გვიან ღამით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა აჩვენა ალკოფოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლმა – II კვარტლის შედეგები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საინსპექციო კონტროლი ღვინის მწარმოებელ 52 კომპანიაში განხორციელდა. აღებული ნიმუშის რაოდენობა იყო 520, დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიაში. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 2 კომპანიაში, აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 42, დარღვევა აღმოჩნდა 21 ნიმუშში. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas და SGS-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 47 კომპანიაში, აღებული ნიმუშების […]