“ტორპედო” 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველით გაძლიერდა

ქუთაისის “ტორპედომ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ კლუბი 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველით ტიმ ოლოკო-ობით გაძლიერდა. როგორც ირკვევა, ის გუნდში დიდი ხანია ვარჯიშობდა, თუმცა კონტრაქტი მხოლოდ ახლა გაუფორმეს. “2023 წელს ის კლუბის მიერ ეგვიპტეში გამართულ აფრიკელ ტალანტთა ფორუმზე იქნა შერჩეული, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე თვეა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო “ურარტუს” წინააღმდეგ გამართულ […]

ლაგოდეხის რაიონი სტიქიამ ისევ დააზარალა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები – საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და საყრდენები. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. დატბორილი სახლებიდან […]

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ოლიმპიადაზე პირდაპირ ნაჩვენები იყო საიდუმლო სერობის ანალოგი, ოღონდ ტრანსგენდერების შესრულებით, სხვისი შეურაცხყოფა ევროპული ფასეულობა ნამდვილად არ არის

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ოლიმპიადაზე პირდაპირ ნაჩვენები იყო საიდუმლო სერობის ანალოგი, ოღონდ ტრანსგენდერების შესრულებით, სხვისი შეურაცხყოფა ევროპული ფასეულობა ნამდვილად არ არის ოლიმპიადაზე პირდაპირ ნაჩვენები იყო ლეონარდო დავინჩის ცნობილი ფრესკის – საიდუმლო სერობის ანალოგი, ოღონდ ტრანსგენდერების შესრულებით. ეს იყო შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა. „სხვისი შეურაცხყოფა ევროპული ფასეულობა ნამდვილად არ არის. ამავე დროს, […]

„ოცნების“ ადგილზე ოლიმპიურ ნაკრებს სამშობლოში გამოვიწვევდი და ერთკვირიან კარანტინსაც გავატარებდი ლგბტ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“ – გია ხუხაშვილი

„ოცნების“ ადგილზე ოლიმპიურ ნაკრებს სამშობლოში გამოვიწვევდი და ერთკვირიან კარანტინსაც გავატარებდი ლგბტ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“ – გია ხუხაშვილი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ქართული ოცნების ადგილზე, გახსნის ცერემონიალის ნახვის შემდეგ, ოლიმპიურ ნაკრებს სამშობლოში გამოვიწვევდი და ყოველი შემთხვევისთვის ერთ კვირიან კარანტინსაც გავატარებდი ლგბტ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის…“

გერმანიაში აივ-ინფექციისგან უკვე მეორე მამაკაცი განიკურნა

ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ ექიმებმა მეორედ მოახერხეს აივ-ინფექციის მქონე პაციენტის განკურნვა. ინფორმაცია ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ექიმების ცნობით, საუბარია 60 წლის პაციენტზე, რომელსაც დიაგნოზი 2009 წელს დაუსვეს, 2015 წელს კი მას ასევე ლეიკოზი აღმოაჩნდა. 5 წლის წინ მას დონორის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და ქიმიოთერაპია ჩაუტარეს, რის შემდეგაც მან თერაპიაზე უარი თქვა. „კომპლექსური დაკვირვების შედეგად, ექიმების […]

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას ჭურვი საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა — დაიღუპა 12 მოზარდი

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას იერიშს 12 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჭურვი ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მდებარე დასახლებაში საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. როგორც BBC წერს, ისრაელის მხარე მომხდარში ლინაბურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლას ადანაშაულებს, თუმცა თავად დაჯგუფება „კატეგორიულად უარყოფს” რაიმე სახის ჩართულობას მომხდარში. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გამთენიისას იერიში […]

ბექა ლილუაშვილი – არჩევნებზე მარტო პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია – ასევე, “ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ის ადასტურებს, რომ პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან აქვს მოლაპარაკებები. „არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ […]

დონეცკის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

დონეცკის რეგიონში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შაბათს, რუსული დაბომბვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა სოფელ ივანოვკაში, დანარჩენი ორი კი კონსტანტინოვკასა და ტორეცკში. დღის განმავლობაში რეგიონში კიდევ 15 ადამიანი დაშავდა. რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევის მცდელობებს დონეცკის რეგიონში რამდენიმე მიმართულებით. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობებს ავრცელებს ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ხელისუფლებაც. […]

დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად 2024-28 წლებში 10 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება – გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებს 1 500 ლარის ფარგლებში უფინანსებდათ მწვავე, ქრონიკული და/ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მედიკამენტოზური მკურნალობა. გარდა ამისა, კომპონენტის ფარგლებში […]