სოფო ჯაფარიძე – შემოვივლით საქართველოს, ავუხსნით, რამდენად დიდი მნიშვნელობის არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს – ეს იქნება დღე, როდესაც გადაწყდება ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში

26 ოქტომბერს გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ საქართველო „გაარუსონ“. „ჩვენი ტურნე გრძელდება, ახლა ჩემთვის ძალიან საყვარელ სამეგრელოში ვიმყოფები, სადაც ხედავთ, რა განწყობაა ხალხში, ხედავთ, როგორ გვხვდებიან, […]
“EURO 2024-ის მიმდინარეობისას, 10 000-მდე ახალი მომხმარებელი შევიძინეთ” – Roamingo

“EURO 2024-ის მიმდინარეობისას, 10 000-მდე ახალი მომხმარებელი შევიძინეთ” – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში როუმინგული ინტერნეტის აპლიკაცია Roamingo-ს თანადამფუძნებელმა და ბიზნესს კონსულტანტმა დავით ბირმანმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია წარმატებით ვითარდება და შიდა სამზარეულოში სიახლეებზეც მუშაობს. “წინ ძალიან კარგად მივდივართ. კარგი პერიოდი გვქონდა ევროპის ჩემპიონატის დროს. გვქონდა კამპანია ყველა გულშემატკივრისთვის – ვინც გერმანიაში მიდიოდა, ინტერნეტს საჩუქრად ვაძლევდით. […]
დატბორილია სახლები, მოგლეჯილია ნარგავები – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

დატბორილია სახლები, მოგლეჯილია ნარგავები – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები – ინფორმაციას საზოგადებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი ავრცელებს. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც წაქცეული […]
„ეს უკიდურესად უპატივცემულო იყო ქრისტიანების მიმართ“ – ილონ მასკი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

„ეს უკიდურესად უპატივცემულო იყო ქრისტიანების მიმართ“ – ილონ მასკი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ილონ მასკი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას აკრიტიკებს. “სფეის იქსის” დამფუძნებელი სოციალურ ქსელ X- ზე წერს, რომ “ეს უკიდურესად უპატივცემულო იყო ქრისტიანების მიმართ”.
ერგნეთში სტიქიამ ხიდები დააზიანა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ ერგნეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქიამ საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარე სოფელში ორი ხიდი დააზიანა, რის გამოც გზით სარგებლობა უსაფრთხო აღარაა. აღნიშნული ხიდები სოფელში უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს. მოსახლეობას თვეებია ჰპირდებიან, რომ გაფუჭებულ ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მაგრამ უშედეგოდ. ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებას ისინი წინასაარჩევნოდაც კი არ ახსენდება. სოფელში არ არის აფთიაქი, მაღაზია, სტადიონი. პრობლემები მოსახლოებას აიძლებს, სოფლის […]
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს

მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეზღუდა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს. ოფიციალური ბუდაპეშტი და ბრატისლავა ევროკაცშირს უხსნიან, რომ კიევის ამ ნაბიჯმა შეაფერხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგომომარაგება, რის გამოც ქვეყნებმა ოფიციალური საჩივრები წარუდგინეს უკრაინასაც და ევროკავშირსაც, რათა გადაეჭრათ ნავთობის მიწოდების პრობლემა. უნგრეთი ევროკავშირს მედიატორის როლის დაუყოვნებლივ შესულებისკენ მოუწოდებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინა […]
დასავლური სამყარო „დაშლის პირასაა“ – ვიქტორ ორბანი

დასავლური სამყარო „დაშლის პირასაა“ – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთის ქალაქ ბეილე ტუსნადის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, იუწყება Agerpres. მან ახალ აზიაზე ორიენტირებული „მსოფლიო წესრიგის“ შესახებ ისაუბრა და ასევე, ღიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპის კანდიდატურას აშშ-ს პრეზიდენტობისთვის. “ევროპამ უარი თქვა საკუთარი ინტერესების დაცვაზე. რასაც დღეს ევროპა აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა აშშ-ს პროდემოკრატიული პოლიტიკის […]
მთავრობა მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევს – ოპოზიცია და არასამთავრობოები საარჩევნო მოტივაციას და ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს ხედავენ

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 23 ივლისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტებს მისცა 20 მილიონი ლარი. დოკუმენტში კონკრეტულად არ ჩანს, რა მიზანს მოხმარდება ეს 20 მლნ ლარი, ან როგორ და რით, რაზე დაყრდნობით საბუთდება, რომ მინიციპალიტეტებს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ 20 მლნ. ლარი „ჩართულობის ხელშესაწყობად“? ერთადერთი, რაც აშკარაა, არის ის, რომ ფულის […]
ლაგოდეხის რაიონი სტიქიამ ისევ დააზარალა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები – საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და საყრდენები. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. დატბორილი სახლებიდან […]
დასახელდა ლა ლიგის გუნდები, რომლებიც ქოჩორაშვილის დამატებით ინტერესდებიან – ქართველს შესაძლოა, “ბარსელონასთან” დიდი ჯახი მოუწიოს

Mundo Levante-ს ჟურნალისტის ერიკ მარტინ გასულას ინფორმაციით, ლა ლიგის ერთ-ერთ გუნდი, რომელიც “ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ინტერესდება, “ესპანიოლია”. კატალონიური კლუბი, რომელიც “ბარსელონას” საძულველი მეტოქეა, ჩვენებურის გარშემო შექმნილ სიტუაციას სწავლობს და შესაძლოა, მალე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთოს. “ესპანიოლი” ამ ზაფხულს დაბრუნდა ლა ლიგაში და გაძლიერებას გეგმავს. პრიმერას კიდევ ერთი გუნდი, რომელიც გიორგის დაუკავშირეს, ვიგოს “სელტაა”. […]