ლილუაშვილი: ოცნების ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები

არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა ნომრით გადიან არჩევნებზე. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი […]

ისრაელში ჰეზბოლას იერიშისას დაღუპული მოზარდების დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა

მაჯდალ შამსში 27 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული 12 მოზარდის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან. ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ჰეზბოლა მომხდარისთვის უპრეცედენტოდ მძიმე საზღაურს გადაიხდის. თავდასხმას გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგიც და დაწერა, რომ ისრაელი საკუთარ მოქალაქეებსა და სუვერენიტეტს მტკიცედ დაიცავს. “მსოფლიო აღარ უნდა იყოს ჩუმად […]

ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს 18 წლის ნოე ფანცხავამ 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზა და 41-ე ადგილი დაიკავა. ამით ახალგაზრდა ქართველმა მოცურავემ 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.

ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალშივე დამარცხდა

28 ივლისს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) ასპარეზობდა. ჩვენებური ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გასულ ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაგოდეხში სტიქიამ სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. მერიის ცნობით, სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. ამასთან, დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები. ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები: „ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია თორმეტამდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა ძლიერი […]

ხერსონის ცენტრში რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად კოლეჯი დაიწვა

28 ივლისის ღამეს რუსეთის ხერსონზე მიტანილი მორიგე იერიშის დროს დაბომბვის სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე სასწავლო დაწესებულება გახდა, კოლეჯის შენობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ოლექსანდრ პროკუდინი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა – ანა წითლიძე

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ აქვს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დაპირისპირებისა და პროპაგანდის გარდა, მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს. „ხელისუფლებას მმართველობიდან 12 წლის განმავლობაში არაფერი სათქმელი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა. ეს არის […]

მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი [ოპოზიციის] დღევანდელი მოცემულობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაქსიმუმ 1-2 პოლიტიკური პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას. “როგორ შეიძლება?! ნულს რომ ნული მივუმატოთ ხომ არაფერი შეიცვლება?! მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება როგორმე მიუახლოვდნენ […]

რას აპირებს მთავრობა საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოებისთვის

საგარეო და უსაფრთხოების მაჩვენებლის თანხვედრის გაზრდაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს მთავრობაა. 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ევროინტეგრაციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა. რვაგვერდიანი დოკუმენტი სწორედ ამ დათქმის შესასრულებლად საჭირო ნაბიჯებით იწყება, ევროკავშირთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოებისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა შემდეგ კომპონენტს მოიცავს: · 2024-2027 წლებისთვის დამტკიცდა მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლასაც მოიცავს. […]

ჩინეთი ეკონომიკას როგორც პოლიტიკურ კაპიტალს, ისე იყენებს – რა რისკებს ხედავენ საქართვველოში

მიმდიარე წლის მაისში “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთი გამოაცხადა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) შეფასებით, “მთავრობის მიერ უკრაინის გულგრილმა მხარდაჭერამ და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გამყარებას ემსახურება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.” სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა პრობლემურია […]