ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი მერიას მორგებულ ტენდერში ადანაშაულებს

ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებს და მათ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ნატალია გალოგრე აცხადებს, რომ 2024 წელს თვითმმართველობამ დასისთვის განკუთვნილი დაფინანსება ტენდერზე გაიტანა და მორგებულად მოაგებინა არაპროფესიონალ და არაკომპეტენტურ ჯგუფს, რომელიც პირადი ურთიერთობებით შეარჩიეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რის საფუძველზეც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნატალია გალოგრე ამტკიცებს, რომ პროექტი თანხების არამიზნობრივი […]
კალაძე სუს-ის გამოძიებაზე: საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან

ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. შესაბამისად, ეს არის […]
„საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან ყველაფერი იკადრონ“ – კახა კალაძე სუს-ის გამოძიებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ „საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი“ და რომ ეს ხდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა, მის გარეთაც: „ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ის უბრალოდ […]
კახა კალაძე ოპოზიციაზე – წარმოადგენენ ომის პარტიას, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, მიესალმებიან რუს ტურისტებს – უნდა მიესალმოთ ამ ყველაფერს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. „2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი […]
ფინეთი პრეზიდენტი – უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია

უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია. ასეთი კომენტარი გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ “ოლენიაზე” განხორციელებული დარტყმის ფონზე, რომელიც ფინეთის საზღვართან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს. სტუბის თქმით, ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროდრომის დაბომბვასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებები ჩაატარა ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, ულფ კრისტერსონთან. […]
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს”

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება. შესაბამისი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს. პუტინის თქმით, გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო […]
კახა კალაძე – ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია – ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, რადგან სხვანაირად შეუძლებელია

ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „TV პირველის” შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია. „თქვენ […]
ოლიმპიადის მთავარი სენსაცია – უტა აბე მედლის გარეშე დარჩა, იაპონელის ემოციები მარცხის შემდეგ [VIDEO]

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი უტა აბე (52 კგ) მერვედფინალში სენსაციურად უზბეკ დიორა კელდიოროვასთან დამარცხდა. თავდაპირველად უტა ვაზარით იგებდა, თუმცა კელდიოროვამ მისი იპონით დამარცხება მოახერხა. დღეს ტატამზე უტას ძმა (66 კგ), ასევე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჰიფუმიც წარსდგება
შეერთებული შტატები ისრაელს მხარდაჭერა უცხადებს გოლანზე თავდასხმისა და ბავშვების დაღუპვის შემდეგ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატეგორიულად დაგმო სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მაჯდალ შამსზე ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, სადაც ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები და მოზარდები. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო “საშინელი თავდასხმა” და ნათქვამია, რომ აშშ მზადაა დაიცვას ისრაელი და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. თუმცა, განცხადებაში, პირდაპირ არ არის დადანაშაულებული ლიბანის რადიკალური ჯგუფი „ჰეზბოლა“. […]
დატბორილია 100-მდე სახლის პირველი სართული – ლაგოდეხში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა

“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები”. – წერს მერია. მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდინარაშვილი “სტიქიის პირველივე წუთებიდან” ადგილზე იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. როგორც მდინარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სახურავი დაუზიანდა 12მდე სახლს, 100-მდე […]