რატომ არის გადამწყვეტი საქართველოსთვის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ევროინტეგრაცია

“გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთანებამ” გამოაქვეყნა პუბლიკაცია, როლელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წყვეტის რისკებზე საუბრობს. მასალაში მოყვანილია ანა დეკალჩუკის მოსაზრება და შეფასებები. დეკალჩუკი კრიტიკული სფეროების კვლევებში გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორია. მისი ყველა საუნივერსიტეტო ხარისხი ევროკავშირის სწავლებას უკავშირდება და წლებია ევროკავშირის, რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობებს იკვლევს. „ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკაში საერთო პოზიციიდან საუბარი პრობლემურია, რადგან შედგება 27 წევრი სახელმწიფოსგან, თითოეულ […]
ჩვენ არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას – კალაძე

თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას ქვეყანაში შემოსული რუსი ტურისტების სტატისტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ყოველთვის მიესალმებოდა. „თქვენ ეტყობა არ მიგიღიათ „მესიჯი“. ახლა შეცვლილია ეს „მესიჯი“ და თქვენები პირიქით, ემხრობიან რუსი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში. ასე რომ, უნდა მიესალმოთ ამ ყველაფერს. დაურეკეთ თქვენებს და გეტყვიან სწორ, ახალ „მესიჯს“. ჩვენ ყოველთვის […]
მალავს თუ არა ქონებას კალაძე – მერის პასუხი მედიას

“ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში,” – პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „TV პირველის” შეკითხვას. თბილისი მერის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი კანონით მოთხოვნილი სიზუსტით არის ასახული. „თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული […]
არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველო-დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს – თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძე, ამტკიცებს, რომ არანაირი საბაბი არ არსებობს საქართველოს-აშშ-სა და საქართველოს-დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. აშშ-ის სენატში დაგეგმილია განხილვები, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება. დედაქალაქის მერს დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. „მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული […]
პუტინი დაიმუქრა, რომ საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების წარმოებას განაახლებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვირას დაიმუქრა, რომ განაახლებს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის წარმოებას, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ მართლაც აპირებს გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში რაკეტების განლაგებას. „თუკი აშშ ასეთ გეგმებს განახორციელებს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თავისუფალი ვართ ცალმხრივი მორატორიუმისგან, რომელიც ადრე დავაწესეთ საშუალო და მცირე სიშორის შემტევ საშუალებებზე,“ თქვა პუტინმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გამართულ საზღვაო აღლუმზე. […]
უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დატბორილია სახლები, დაზიანებულია სახურავები, მოგლეჯილია ხეები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები. სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები. ზუსტად რა ზარალი მიაყენა გუშინდელმა სტიქიამ, უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებენ ზარალის დათვლას.
კახა კალაძე – არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს – ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, მერი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. „მინდა, კიდევ […]
ფინეთის პრეზიდენტი – უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია

უნდა მივეჩვიოთ, რომ ომი მოგვიახლოვდება, თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ და რეაგირება შეგვიძლია. ასეთი კომენტარი გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ “ოლენიაზე” განხორციელებული დარტყმის ფონზე, რომელიც ფინეთის საზღვართან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს. სტუბის თქმით, ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროდრომის დაბომბვასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებები ჩაატარა ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, ულფ კრისტერსონთან. […]
ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გაასხვისეს იმ ადამიანებმა, რომლებიც რუს ტურისტებს ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ, 2012 წლის შემდეგ კი მათ შემოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ – კახა კალაძე

ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გაასხვისეს იმ ადამიანებმა, რომლებიც რუს ტურისტებს ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ, 2012 წლის შემდეგ კი მათ შემოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის […]
კალაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე: მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა

ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან მაქსიმუმ ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე […]