ბორჯომის მერმა დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დევი ჩადუნელი წარმოშობით […]
“ვითხოვთ სულ ცოტაოდენ ქრისტიანობას, რომელიც ადამიანს წამებისთვის არ გაიმეტებს…” – ლევან ლორთქიფანიძე

დევნას, ტანჯვას, ჩაგვრას, სიკვდილს გამოქცეული ადამიანების დანახვისას, მუდამ ერთი და იგივე ხმა ჩამესმის: “ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ” (მათე 25:35). თავშესაფარის მაძიებელთა შესახებ მსჯელობისას, მუდამ თვალწინ წარმომიდგება მთებში დაკარგული ზვიადაური, რომელიც შავი ნისლისგან, ქარიშხლისგან, მგელივით აღმუვლებული ხევისგან, სიბნელისგან, უგზოობისგან იხსნა ჯოყოლამ, თავისი კარი გაუღო, ნანადირევი გაუნაწილა და სიცოცხლის […]
უკრაინა მექსიკას მიმართავს დააკავოს პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინა მექსიკას მიმართავს დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუკი ის მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა. უკრაინა პუტინის დაკავებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ითხოვს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი 2023 წლის მარტში გამოსცა. „ვიმედოვნებთ, მექსიკის მთავრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებასა […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს, კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, დონალდ ნორკოსის, სელესტე მალოისა და ჯეიმს პანეტას შეხვდა. კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების […]
რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის – მარია ზახაროვა

რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული. მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამ დიალოგს. „მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ […]
ვიდეო – “ორი დღის წინ დაგებული ასფალტი” – რა ხდება წყნეთის გზატკეცილზე

ეს ასფალტი წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში ორი დღის წინ დააგეს. ორ დღეში ახალდაგებული ასფალტი ასე გამოიყურება! ამას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ქვია!
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9538 ლარს შეადგენდა. […]
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მემორიალთან საპატიო ყარაულს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე და მეექვსე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები წარმოადგენდნენ. ,,ზუგდიდიდან პატივს მივაგებთ 2008 […]
დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი მირიანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს. მათივე ცნობით, ომში დაღუპულ გმირებს პატივი სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა […]
დიმიტრი ხუნდაძე – ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაცმოძრაობა” საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა – ჩვენ კი, როცა საჭირო გახდა დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან

იმისთვის, რომ არ დაგვეშვა მსხვერპლი, როცა საჭირო გახდა, ჩვენ დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან , – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს. „დღევანდელი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია. ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მშვიდობა უმთავრესი საზრუნავია. ყველა […]