შამბას მტკიცებით, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა არ იგეგმება. ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა Ria Novosty წერს. “რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობაზე”, – თქვა შამბამ. 2023 წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9538 ლარს შეადგენდა. […]
საქართველოსთან საზღვარზე დაკავებულ ყირიმელ ქალს მოსკოვი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებს

მოსკოვის სასამართლოში ასამართლებენ ახალგაზრდა ყირიმელ თათარ ქალს, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს. დაკავებული ქალი, ლენი უმეროვა, რომელსაც რუსები ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, უკრაინის მოქალაქეა. მან წერილი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მის საქმეზე მოსმენა მოსკოვში შემოდგომაზე ჩაინიშნა. ლენი უმეროვას წერილს სოციალურ ქსელში მისი ძმა ავრცელებს. „ჩემს საქმეზე […]
სურსათის სააგენტო: NAMEDSPORT-ის პროტეინის ობის შემცველი წასახემსებელი ფილები პსპ-ს არ შემოუტანია

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ევროპის კომისიის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „პსპ ფარმას“ კუთვნილ ობიექტში და დაადგინა, რომ კონკრეტული პარტიის იმპორტი შპს „პსპ”-ს არ განუხორციელებია და, შესაბამისად, აღნიშნული სურსათი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. ეს დაადასტურა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილმა სურსათის საბაჟო დეკლარაციამ. სააგენტოს ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის […]
უკრაინა მექსიკას პუტინის დაკავებას სთხოვს თუ ის ინაუგურაციას დაესწრება

მექსიკაში უკრაინის საელჩომ ხელისუფლებას სთხოვა დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. მექსიკის არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია, პირველ ოქტომბერს გაიმართება. 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის საელჩო ამბობს, რომ კიევი „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა შეასრულებს“ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს. რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის, 2023 წლის […]
ბაზარზე საბავშვო სამკაულების ქართული ბრენდი KATIO გამოჩნდა

სამკაულები ბავშვებისთვის, რომელიც სპეციალური დიზაინით იქმნება ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მისი დამფუძნებელი თამარ ბენდელიანია, რომელიც უკვე წლებია ტიხრულ მინანქარს ქმნის და საკუთარი ბრენდიც აქვს. ამის მიუხედავად მომხმარებელს ახალი ხაზი წარუდგინა, რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა მორგებული. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, ბრენდი ყველა ასაკისთვის არის გათვლილი. “მინანქრის სამკაულის შექმნა ჩემი შვილის სახელის ინიციალით დავიწყე, დავუმზადე ლურჯი ფერის […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა – თანამდებობაზე იქამდე დავრჩები, ვიდრე მჯერა, რომ შემიძლია ისრაელს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ გავუძღვე

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Time-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რატომ არ მოუხადა ბოდიში ისრაელის მოსახლეობას, ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ახლა, ომის დროს ამის გაკეთება არ შეუძლია და ომის დასრულების შემდეგ ყველაფერს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს. „ბოდიშის მოხდა? რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ მოხდა. […]
2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია – m² -მა (საქართველოს უძრავი ქონება) 25 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

m²_მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა.
კახა კალაძე – გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში უმაღლეს დონეზე დაცულია, რასაც პირადად მივესალმები – დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ

დღეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში უმაღლეს დონეზე დაცულია, რასაც პირადად მივესალმები. დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ, ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება გარკვეული სიბინძურეების გამოყენება და არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მესამე ადგილზე დაწინაურებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. […]
ბანგლადეშის გარდამავალი ლიდერი სამშობლოში დაბრუნდა თანამდებობის დასაკავებლად

ბანგლადეშის შემდგომი ლიდერი მუჰამად იუნუსი უცხოეთში მოგზაურობიდან სამშობლოში დაბრუნდა, რათა 8 აგვისტოს დროებითი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. მანამდე მან მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოემზადონ ქვეყნის აღდგენისთვის იმ ამბოხების შემდეგ, რომელსაც მოჰყვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინის 15-წლიან მმართველობის დასრულება. იუნუსი დროებით ლიდერად მას მერე დაინიშნა, რაც მოლაპარაკება გამართეს სამხედრო მოხელეებმა, სამოქალაქო ლიდერებმა და სტუდენტთა აქტივისტებმა, რომლებიც […]