მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია. „16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია […]
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია იმუშავებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის” ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას. კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელემძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელემძღვანელმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ხელმძღვანელ პირებთნ ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ. „8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. 16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ […]
ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას მხარი დაუჭირა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ, ბულგარეთის პარლამენტში 159 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 22, ხოლო თავი შეიკავა 12-მა კანონმდებელმა. კანონის მიხედვით, ბულგარეთის განათლების […]
“ტანკი აუფეთქდა და დაიწვაო” – რა მოხდა სენაკის სამხედრო ბაზაზე?

მთავარი არხის ინფორმაციით, 45 წლის სამხედრო მოსამსახურე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. თავდაცვის უწყება კომენტარს არ აკეთებს. მედიის ცნობით, გასაიდუმლოებულ შემთხვევას სამხედრო პოლიცია იძიებს. ინციდენტის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ზურაბ ფისენკო კი მძიმე დამწვრობით თურქეთში გადააფრინეს, სადაც მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “თქვეს, რომ გადაყვანილიაო, მაგრამ […]
რუსეთში „იუთუბი“ შეზღუდვით მუშაობს

რუსეთში „იუთუბის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაზე წვდომა შეზღუდულია. 8 აგვისტოს ამის შესახებ, რუსეთში ათასობით ინტერნეტ მომხმარებელი წერს. პლატფორმა Downdetector-ის მონაცემებით, ვებსაიტმა საჩივრების უმრავლესობა მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და ეკატერინბურგიდან მიიღო. ორი კვირის წინ, რუსმა დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში რუსეთში YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვის სიჩქარე 70 პროცენტით შემცირდება და განაცხადა, რომ YouTube “დაუსჯელად არღვევს და უგულებელყოფს კანონს”. […]
სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი” ინტერვიუში განაცხადა. “რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე,” – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” […]
ივლისში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა

მიმდინარე წლის ივლისში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1,872 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.2 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს. 2024 წლის ივლისში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 32.9 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 10.1 პროცენტით. ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო ანუ მთავრობის დანაზოგი 907.3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი სალდო კი 408.7 მლნ ლარი იყო. 2024 წლის ივლისში, […]
„ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება“ – კახა კალაძე

„ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება. „ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა […]
Todo Fichajes: “სიტი” კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა – გვარდიოლას ქართველის თამაში ძალიან მოსწონს

ესპანური Todo Fichajes-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ნაპოლის” გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა. გამოცემა იტყობინება, რომ ხულიან ალვარესის “ატლეტიკოში” გაყიდვის შემდეგ, “სიტიმ” კვლავ მიაპყრო კვარაცხელიას ყურადღება, გუნდის მწვრთნელს, პეპ გვრდიოლას ძალიან მოსწონს ხვიჩას თამაში, მაგრამ მანჩესტერული კლუბი მოთხოვნილ მინიმუმ 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას ძალიან ძვირად მიიჩნევს. ჟურნალისტი ალეხანდრო ფერნანდეს მონტეალეგრე წერს, რომ “ქალაქელებმა” ქართველის მიმართ […]