პრეზიდენტი – ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით – ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს

ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს – მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს […]
პეპემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

პორტუგალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა პეპემ გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. პეპემ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ 41 წლის ასაკში განაცხადა. პეპეს ბოლო კლუბი მის კარიერაში იყო „პორტო“, სადაც ის 2004 წლიდან 2007 წლამდე, შემდეგ კი 2019 წლიდან 2024 წლამდე თამაშობდა. პეპე პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო ევრო 2024-ზე. მისი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის ბოლო მატჩი იყო ევროპის […]
იზოლატორში გარდაცვლილ პიანისტ, პაველ კუშნირთან გამოსამშვიდობებლად 6 ადამიანი მივიდა

მხოლოდ ექვსი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, მივიდა ბირობიჯანის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაცვლილ პიანისტ, პაველ კუშნირთან გამოსამშვიდობებლად. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ბირობიჯანის “დაკრძალვის სახლში ” ცერემონია უცხოეთში მყოფი მუსიკოსის მეგობრებმა მოაწყვეს. კუშნირის მეგობარმა, რომელიც გამოსამშვიდობებლად იმყოფებოდა, თქვა, რომ ციხეში მესამე შიმშილობას არ ელოდა. მან მუსიკოსის დაკავების შესახებ შემთხვევით მას შემდეგ შეიტყო, როდესაც შენიშნა, რომ ადგილობრივი […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელემძღვანელმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ. „8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. 16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ […]
ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიმდინარეობს – შამბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. “რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, აქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, – განაცხადა სერგეი შამბამ. გარდა ამისა, შამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში [დე ფაქტო] უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. […]
კურსკში ბრძოლა მესამე დღეა გრძელდება

მესამე დღეა მოსკოვი აცხადებს, რომ მის კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარები შეიჭრა და ბრძოლას აწარმოებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას, ოფიციალურად, ამ დრომდე არ ადასტურებს. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, დაახლოებით 1000 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს, გამთენიისას, ტანკებითა და ჯავშანტექნიკით შეიჭრა, რომელთა საჰაერო თავდაცვას დრონები უზრუნველყოფდა. მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ქალაქ სუჯას მახლობლად, საიდანაც უკრაინაში რუსული ბუნებრივი […]
ადამიანები, რომლებმაც კურსკში სახლები დაკარგეს, 10 000 რუბლს (312 ლარს) მიიღებენ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებმაც კურსკის ოლქში სახლები დაკარგეს, 10 000 რუბლს (312 ლარს) მიიღებენ. “ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერმინისტრს… ვთვლით, რომ უნდა გადაწყვიტოთ და ერთჯერადად გადაიხადოთ 10 ათასი რუბლი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ”, – თქვა პუტინმა.
2013 წლიდან პირველად – საგარეომ ომის დაწყების თარიღი შეცვალა – დეტალები

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველად და თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს განცხადებაში 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოდ მოიხსენიებს. ომის 16 წლისთავზე განცხადებები 8 აგვისტოს თბილისმა და მოსკოვმა გაავრცელეს – საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ 7 აგვისტოს გამოეხმაურა. უწყების გავრცელებულ განცხადებებ, წინა წლებში: · 2023 წლის 7 აგვისტო: […]
კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი გადაეცემათ

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი) გადაეცემათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა. “მთავრობის მეთაურთან [მიხაილ მიშუსტინთან] სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. და შესაბამისი […]
ბაიდენის თქმით, “არაა დარწმუნებული, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება” თუ ტრამპი დამარცხდება

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თუკი არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდება, დარწმუნებული არაა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება. “თუკი ტრამპი დამარცხდება, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული”, – თქვა ჯო ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში კითხვაზე, იქნება თუ არა ნოემბრის შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. “ის გულისხმობს იმას, რასაც ამბობს. ჩვენ მას სერიოზულად არ აღიქვამთ. ის ამას გულისხმობს, ყველაფერს, როცა […]