პეპემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

პორტუგალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა პეპემ გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. პეპემ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ 41 წლის ასაკში განაცხადა.
პეპეს ბოლო კლუბი მის კარიერაში იყო „პორტო“, სადაც ის 2004 წლიდან 2007 წლამდე, შემდეგ კი 2019 წლიდან 2024 წლამდე თამაშობდა.
პეპე პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო ევრო 2024-ზე. მისი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის ბოლო მატჩი იყო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც პორტუგალია პენალტების სერიაში დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
პეპემ ფართო აღიარება მოიპოვა მადრიდის “რეალში” ყოფნისას 2007 წლიდან 2017 წლამდე. ესპანურ კლუბში ყოფნის დროს მან 334 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე