თხილის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნები ამოქმედდა

თხილის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 2024 წლის 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. ცვლილებების მიხედვით, რეგლამენტი შეეხება არამხოლოდ გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს, არამედ გაუტეხავსაც. ასევე რეგლამენტს დაემატა მოთხოვნები, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, უზრუნველყოფს თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება. რეგლამენტს დანართის სახით დაერთო მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისათვის, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს კაკლოვანი კულტურების კულტივირებული […]
„უთხარით, რეალობა აჩვენონ“ – კურსკის ოლქის მაცხოვრებლები, სადაც ომი მიდის, პუტინს მიმართავენ

რუსეთის კურსკის ოლქის სუჯანის რაიონის, – სადაც მესამე დღეა, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, – მაცხოვრებლები, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავენ. „მედუზას“ ცნობით, გამოქვეყნებულ მიმართვაში ერთ-ერთი ქალი ამბობს, რომ 6 აგვისტოს მათი რაიონის ტერიტორიაზე „უცხოური ჯარი შევიდა, ნატოს ტექნიკით“ და „ქალაქი რამდენიმე საათში ნანგრევებად იქცა“. „ჩვენი ახლობლები, ქმრები და მეზობლები დონბასს იცავენ. დავკარგეთ მიწა, სახლები, გავრბოდით დაბომბვისგან, ბევრნი […]
ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები

ლუდის წარმოების ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანია BarthHaas-მა ლუდის მწარმოებელი ქვეყნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2023 წლის მონაცემებია ასახული. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მთელ მსოფლიოში 1.88 მილიარდი ჰექტოლიტრი ლუდი იწარმოვა. ცნობისთვის, 1 ჰექტოლიტრის მოცულობა 100 ლიტრს შეადგენს. 2023 წელს საერთო წარმოების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 17 მილიონი ჰექტოლიტრით შემცირდა. BarthHaas-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფო ჩინეთია, რომელმაც […]
ზურიკო შეცვლაზე შევიდა – “სენტ-ეტიენს” “ხეტაფემ” სძლია

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ხეტაფესთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე სხვა რვა ფეხბურთელთან ერთად შევიდა შეცვლაზე. შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას „სენტ-ეტიენი“ 10 აგვისტოს გერმანიაში, კილში „ჰოლშტაინთან“ გამართავს, 17 აგვისტოს კი ლიგა 1-ის პირველ ტურში გასვლაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება. ხეტაფე – სენტ-ეტიენი 1:0 გოლი: არამბარი (5)
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა ქსელების ამობეჭდვის ტექნოლოგია შექმნეს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს გულ-სისხლძარღვთა ქსელების ამობეჭდვის ტექნოლოგია 3D-პრინტერის საშუალებით. მიღწევის შედეგად უნდა დაჩქარდეს ხელოვნური ორგანოების წარმოება გადანერგვის მიზნით. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Advanced Materials-ში გამოქვეყნდა. გუნდმა ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომლის შედეგადაც ბუნებრივ სტრუქტურასთან მიახლოებული, ხელოვნური გულსისხლძარღვების შექმნის საშუალებას იძლევა. მათ მიერ შექმნილი არქიტექტურა ზუსტად იმეორებს ადამიანის ბუნებრივი სისხლძარღვების აგებულებას. კვლევის პროცესში ხელოვნური სისხლძარღვები 5 დღის […]
უკრაინის შეიარაღებული ძალები საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ კურსკის რეგიონში

რუსი “სამხედრო კორესპონდენტების” თანახმად, კურსკის რეგიონში ბრძოლები მიმდინარეობს ოცდაათი კილომეტრის დაშორებით ქალაქ კურჩატოვიდან, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. კიდევ უფრო ახლოს თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მსხვილი რეგიონული ცენტრი ლგოვი, რომელშიც დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს. იმავე წყაროთა ცნობით, უკრაინელი სამხედროები აშენებენ საფორტიფიკაციოს ნაგებობებს კურსკის ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამყარეს კონტროლი. ასევე, სამხედრო […]
“ამ საქმით ყინული გალღვებოდა აფხაზებთან… 50 000 ვერ გაიმეტეს… 50 000 ლარს უჩა მამაცაშვილი ერთ სადილში ხარჯავს”

“ამ საქმით ყინული გალღვებოდა აფხაზებთან… 50 000 ვერ გაიმეტეს… 50 000 ლარს უჩა მამაცაშვილი ერთ სადილში ხარჯავს” დღეს, 8 აგვისტოს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზე და ოსები ძმები არიან, თუმცა, რეალურად რა რას აკეთებს ხელისუფლება ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ, როცა მავთულხლართები ყოველ წელს ემატება ქართულ […]
ComCom-ის გადაწყვეტილება ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯია, რითაც ქართველი მომხმარებელი ისარგებლებს – დომაგო იურიევიჩი

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არის ქართულ ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი.“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ექსპერტმა დომაგო იურიევიჩმა გააკეთა. დომაგო იურიევიჩის თქმით როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის შესწავლა ევროკავშირის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა ყველა დასკვნა ქართული […]
ყავის ფასის ზრდა მინიმუმ მომავალ წლამდე გაგრძელდება – Lavazza

იტალიური ყავის ჯგუფის Lavazza-ს თავმჯდომარე ჯუზეპე ლავაცა ამბობს, რომ ყავის ფასის ზრდა მინიმუმ მომავალ წლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ Financial Times წერს. ყავის გაძვირების მიზეზად გამოცემა კლიმატის ცვლილებას, მიწოდების დეფიციტს და ევროკავშირის ახალ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც ყავის მწარმოებლებს ხარჯებს უზრდის. „ყავის მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ გაზარდონ ფასები და შეამცირონ მოგება ნედლეულის მზარდი ხარჯების გამო“, – თქვა Lavazza-ს […]
,,ქართული ოცნების” დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, – წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება ბრალდებოდა. ბოჟაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, […]