სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ

პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შემდეგ 10 აგვისტოს საღამოს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ყოფილი საჯარო მოხელეებიც. „ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ჰქონდათ სენატორსაც და კონგრესმენსაც შესაძლებლობა შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა“, – განაცხადა რეზიდენციიდან […]
გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მაჭარაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ამ დროისთვის, საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს […]
5:0. მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2), მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველს, მურაზ მჭედლიძეს (11:0) სძლია. გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) პირველივე შეხვედრაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან (0:11) მარცხი განიცადა და მედლის გარეშე დარჩა.
იაგო ხვიჩია ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე – მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს თუ შეუძლია, ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათი მესიჯი მისთვის გასაგები იყო და იმედი აქვს, […]
ბადრი ჯაფარიძე – ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგულ მეგობრად რჩება და გააგრძელებს მხარდაჭერას ჩვენი ხალხისადმი, ეს მხარდაჭერა ორპარტიული და უცვლელია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ მან საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგულ მეგობრად რჩება და გააგრძელებს მხარდაჭერას ჩვენი ხალხისადმი, ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, უცვლელი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, [ეს ვიზიტი] კიდევ […]
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდი 26 ივლისს ჩაინგრა. რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, რა ვითარებაა ახლა და დაიწყო თუ არა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები? დეტალების გასარკვევად ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა. ადგილობრივი მწყემსი tok.tv -ს გადამღებ ჯგუფს უყვება, რომ ხიდი მას შემდეგ ჩაინგრა, რაც მასზე ნაგვით დატვირთულმა მორიგმა სატვირთო ავტომანქანამ გაიარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდით, გარდა ადგილობრივი […]
წარმატებული გენერალური რეპეტიცია. დავითაშვილის საგოლე პასი – “სენტ-ეტიენმა” ბუნდესლიგის გუნდს მოუგო

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენმა“ გერმანიაში „ჰოლშტაინი“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ სასტარტოში დააყენა. ქართველი აქტიური იყო, 22-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 39-ე წუთზე კი მასპინძლები პენალტით იაპონელმა სიუტო მატინომ დააწინაურა. 64-ე წუთზე დავითაშვილმა მეტოქე ჩამოიცილა და იბრაჰიმ სისოკოს ანგარიში გაათანაბრებინა. შემდეგ ფრანგული გუნდის ახალზელანდიელმა ახალწვეულმა ბენჟამინ ოლდმა შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის […]
გიორგი ურუშაძემ ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო

ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების მკვლევარს, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ანზორ ერქომაიშვილს 84 წელი შეუსრულდებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან ლალი სეთურიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
თინა ხიდაშელი – ოქტომბერში გადაწყდება ქვეყნის ბედი – დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც ივანიშვილი და „ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს

ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის კონგრესსაც და ადმინისტრაციასაც, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადმინისტრაციაში, ყოველთვის მსგავსი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ მათ არასდროს უფიქრიათ, […]
თეონა აქუბარდია – იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა რეგიონის მასშტაბით გამოწვევების წინაშეა, უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობა გადავარჩინოთ და არჩევნების გზით ხალხის ნება აღესრულოს და არა ბიძინა ივანიშვილის, რასაც რეალურად ადგილი აქვს

იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა რეგიონის მასშტაბით ამხელა გამოწვევების წინაშეა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გადავარჩინოთ და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ქართველი ხალხის ნება აღესრულოს და არა ბიძინა ივანიშვილის, რასაც რეალურად ადგილი აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრამდე განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აშშ ქართველი ხალხის […]