ნიკა გვარამია ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან – ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული შეფასებები მოგვესმინა – მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები

ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული შეფასებები მოგვესმინა – მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს იყო შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ და ყველაზე უფრო გამორჩეულ მეგობართან. „ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული […]

გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს. სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება. 27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი […]

5G-ის დასანერგად აუქციონი ცხადდება

კომუნიკაციების კომისია მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად აუქციონს აცხადებს. გამარჯვების შემთხვევაში სატელეკომუნიკაციო კომპანია ვალდებული იქნება, 7 წლის ვადაში საქართველოში 5G დანერგოს. 5G უახლესი და უსწრაფესი მობილური ინტერნეტია, რომლის შესაძლებლობები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ის 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი 4G. თუ სატელეფონო კომპანიები სწორად დანერგავენ ამ სერვისს, არსებობს მოლოდინი, რომ ის 100-ჯერ […]

თინა ბოკუჩავა – ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის უმაღლეს ყურადღებას აქ არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება მტრული რიტორიკით, რუსული კანონით ზიანს აყენებს აშშ-სთან ურთიერთობას და ევროატლანტიკურ პერსპექტივას

კონგრესმენმა ტერნერმა და სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია. „ეს ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ […]

ბადრი ჯაფარიძე – შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით იქნება მობილიზებული, რომ ქართველი ხალხის ნება თავისუფლად იყოს გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს

შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით იქნება მობილიზებული, რომ ქართველი ხალხის ნება თავისუფლად იყოს გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შეხვედრაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა. „დღეს არის სწორედ ამის დემონსტრირება, რომ […]

გიორგი ვაშაძე ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე – ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ და ამის მიზანი ქართველი ხალხის, საქართველოს მხარდაჭერაა – კარგად ხედავენ, რომ რაღაც გადატვირთვაზე საუბარი „ოცნების“ მხრიდან მორიგი სიყალბეა

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ, არც ერთ რეგიონში სხვა ვიზიტი არ აქვთ და ამის მიზანი არის ქართველი ხალხის, საქართველოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძემ განმარტა, 26 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს, თუ როგორ ქვეყანაში სურს […]

სალომე ზურაბიშვილი იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად – მიხეილ სარჯველაძე

პრეზიდენტი აშკარად ცდილობს, რომ სამწუხარო ფაქტი და გარემოება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებაზე. როგორც მინისტრმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით დესტრუქციული კონტექსტი ხელოვნურად შექმნას და ამ დესტრუქციულ კონტექსტში საკუთარი ქულების დაწერა მოახერხოს. „ზურაბიშვილს […]

ნინო წილოსანი ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე – ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორად დარჩება აშშ-თვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად რჩება. ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, „ძალიან […]

ვიქტორ ყიფიანი – სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტრენერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არადამაკმაყოფილებელია – ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი

სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი – ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალური იყო. „ეს იყო არაფორმალური შეხვედრა. ფორმალური ნაწილი სულ რამდენიმე წუთით შემოიფარგლა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან […]

თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ სენატორი ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე

დარწმუნებული ვარ სენატორი ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია. „კონკრეტულად ჯინ შაჰინი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და […]