იაგო ხვიჩია – მინდა, დასავლელი პარტნიორები ქართულ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს დაეხმარონ იმის წარმოდგენაში, თუ რა უნდათ ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ

მინდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართულ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს დაეხმარონ იმის წარმოდგენაში, თუ რა უნდათ ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ხვიჩია განმარტავს, იმაში, რაზე საუბარიც ოპოზიციას ერთმანეთში უჭირს, დასავლელი პარტნიორები უნდა დაეხმარონ. „თქვენ იცით, რომ „გირჩი“ ფაქტობრივად, პირველად არის ასეთ შეხვედრაზე და […]

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია – EECMD – ის მიერ გამართულ „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრებიან

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია – EECMD – ის მიერ გამართულ „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, დავით კირკიტაძის განცხადებით, მოქალაქეებს, დაინტერესებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მივიდნენ და საარჩევნო პროგრამის შესახებ კითხონ. „ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც დღეს ხდება […]

ნინო წილოსანი – წინასაარჩევნოდ საერთაშორისო დონეზე ხშირად კეთდება განცხადებები, რომელიც კვებავს ოპოზიციის ნარატივს – ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს მივაწვდით ინფორმაციას ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე

წინასაარჩევნოდ საერთაშორისო დონეზე ხშირად კეთდება განცხადებები, რომელიც კვებავს ოპოზიციის ნარატივს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრაზე მიაწვდიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე და ზოგადად, იმ მოლოდინებზე, რაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების […]

საქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად მეზობელ თურქეთს სტუმრობენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს 700 ათასამდე რეზიდენტმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. მათგან უცხოეთში განხორციელებული ვიზიტები 3,5 მილიონს აჭარბებს. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 3,4% პროცენტია. ტურისტული ვიზიტები წლიურ ჭრილში 8,6%-ითაა გაზრდილი და 360 ათასი ერთეულს უტოლდება. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ წელს აპრილი-ივნისის ინტერვალში ყველაზე მეტად საქართველოს რეზიდენტები თურქეთს სტუმრობდნენ (საერთო […]

სიციალიაზე მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს, რამაც, შესაძლოა, გვალვის პრობლემა გადაჭრას

კუნძულ სიცილიაზე, კერძოდ, იბლეის მთების ქვეშ, მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილ რეზერვუარში, რომელიც მიწის ზედაპირიდან 700-იდან 2500 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს, დაახლოებით 17 მილიარდი კუბური მეტრი წყალია. ეს შესაძლოა, სიცილიაში გვალვის პრობლემის გადასაჭრელი ერთ-ერთი საშუალებაც კი იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც, სავარაუდოდ, მოაგვარებს იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც სიცილიას სერიოზულ სირთულეებს უქმნის”, – ამბობს […]

ანა დოლიძე – ჯინ შაჰინის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს ჩვენი პარტნიორობა ურყევია – საქართველოს მთავრობამ დასავლურ კურს გადაუხვია და არის ნაბიჯები, რომელიც მან უნდა გადადგას, რათა დასავლურ კურსზე დაბრუნდეს

ამ დონის ვიზიტი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის ვიზიტს. სენატორი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. „ქალბატონი შაჰინი ლიდერია საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა მნიშვნელოვანი პოზიციის მხარდაჭერისა, თუ თანადგომისა. ის საქართველოში გადამწყვეტ მომენტებში ჩამოდის, როგორც 2012 წელს იყო, […]

მომსახურების სააგენტო 1,5 მლნ ლარის ვიდეოსათვალთვალო კამერებს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვიდეოსათვალთვალო კამერებს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 511 190 ლარია. წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება. საუბარია 225 გარე და 291 შიდა კამერის შესყიდვაზე, რომლებიც საქართველოს 10-ზე მეტ ქალაქში მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა შენობებზე/ში განთავსდება, მათ შორის საგამოცდო ცენტრებსა და მოედნებზე. სატენდერო დოკუმენტაციის […]

უკრაინის ცნობით, განადგურებულია გაზის პლატფორმა, რომელსაც რუსეთის ჯარი იყენებდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც, როგორც ირწმუნებიან, აღბეჭდილია დარტყმა შავ ზღვაში მდებარე გაზის კოშკზე, რომელზეც რუსეთის ჯარების სამხედრო აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა იყო განლაგებული. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, დმიტრო პლეტენჩუკის, პრესმდივნის თქმით, ეს იყო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთობლივი ოპერაცია. „ოკუპანტები ამ ლოკაციას იყენებდნენ GPS-სპუფინგისთვის, რათა სახიფათო გაეხადათ ზღვაზე სამოქალაქო მიმოსვლა. […]

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. „თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე… შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს […]

კარლს პუჩდემონი შვიდწლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ ესპანეთში ჩავიდა

7-წლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ კატალონიის ყოფილი დე-ფაქტო „ლიდერი“ კარლს პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნდა. ბარსელონაში ის ათასობით მომიტინგის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ კატალონიელ ხალხს აქვს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება. კარლს პუჩდემონის თქმით, 7 წლის წინ ესპანეთის მართლმსაჯულების სისტემამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მძიმე რეპრესიებს მიმართეს, რამაც დამოუკიდებლობისა და კატალონიურ ენაზე საუბრის მსურველთა ათასობით […]