ხანძარი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის გამო. ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 11 აგვისტოს საღამოს, რამდენიმე აფეთქების შემდეგ სადგურის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ძლიერი, მუქი კვამლი იყო. საგენტოს ექსპერტებს სადგურიდან აცნობეს წყლის გაგრილების ერთ-ერთ სისტემაზე დრონით სავარაუდო შეტევის შესახებ. რუსეთის […]

სასტუმრო, აკვაპარკი, ჯაზ კლუბი – Lopota Spa Resort-მა კომპლექსის განვითარებაში ₾30 მილიონის ინვესტიცია ჩადო

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპლექსი Lopota Spa Resort-მა ახალი პროექტების განხორციელებისთვის 30 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად ზაფხულის სეზონის დაწყებისთვის, მაისის ბოლოს მე-16, 80-ნომრიანი სასტუმროს ახალი შენობა, ასევე აკვაპარკი, ხოლო ცოტა ხნის წინ „ლოპოტა ჯაზკლუბი“ შეემატა. “სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ზაფხულში საკმაოდ მაღალი ინტენსივობითაა დატვირთვა. მაისის ბოლოდან ჩვენ მე-16, 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი გავხსენით, რომელსაც მალევე […]

რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის ტერიტორიაზე 18 უკრაინული დრონი გავანადგურეთ, მათ შორის 11 – კურსკში

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატი“, – აცხადებენ უწყებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს […]

New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში კამალა ჰარისი ოთხი პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს

New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში კამალა ჰარისი ოთხი პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს ასწრებს. ესენია: მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გამოიკითხა აღნიშნული სამი შტატის ამომრჩეველი. კითხვაზე, […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), თამარაშვილის და სვანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ხევისუბნის, ქვიშხეთის, ქსნის […]

CNN-ი – „ჰამასის“ ახალ ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია გაურკვეველია

“ჰამასის” ლიდერმა, იაჰია სინვარმა ეგვიპტელი და კატარელი შუამავლების საშუალებით ისრაელის ოფიციალურ პირებს გადასცა გზავნილი, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, სურს თუ არა ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ ნეთანიაჰუს მოკავშირეებმა ჟურნალისტებს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს […]

საბერძნეთის ხელისუფლებამ, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა

საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანიდან ისრაელისკენ 30-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, 30-მდე რაკეტა გაუშვეს. თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე მათგანი ღია ტერიტორიაზე დაეშვა და არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა. ამასთან, ლიბანური სატელიტური სატელევიზიო არხის, Al Mayadeen-ის ინფორმაციით, რაკეტების სროლაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ბაზა იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩაღეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩაღეს. „ენერგოდარი. ნიკოპოლიდან ვაფიქსირებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გააჩინეს. ახლა რადიაციის დონე ნორმალურია. მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ არის და არ შეიძლება იყოს ნორმალური. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის […]

“გთხოვთ, საქველმოქმედო აქცია შეწყვიტოთ”, “აღფრთოვანებას ვერ ვმალავ” – რატომ თქვა უარი ბინის ყიდვაზე ჯაბა ბოჯგუას დედამ

გარდაცვლილი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია, რომლისთცისაც ბინის ყიდვის მიზნით, ბლოგერი დომენიკ მანგო ფულს აგროვებდა, წერს: მოგესალმებით, მე გახლავართ ჯაბას დედა, მანანა გვასალია. 12 წლის განმავლობაში ბევრმა, ხალიან ბევრმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან ჯაბა….. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც ამ ადამიანების……. არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით…. ამ ეტაპზე კი მოგმართავთ, პირადად, […]