იოავ გალანტი ირანის შესაძლო თავდასხმაზე – მზადყოფნა და სიფხიზლე შიშისა და პანიკის სინონიმები არ არის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელი აძლიერებს თავდაცვას ქვეყანაში ირანისა და „ჰეზბოლას“ მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ასევე ამზადებს პოტენციურ თავდასხმებს საპასუხოდ, ან საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ ქმედებებს. „ჩვენ ვიმყოფებით სიფხიზლისა და მზადყოფნის დღეებში, თეირანისა და ბეირუთის მუქარა შეიძლება განხორციელდეს და მნიშვნელოვანია ყველას ავუხსნათ, რომ მზადყოფნა, მზადება და სიფხიზლე შიშისა და პანიკის სინონიმები არ […]

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ – ვინ და, – ჩვენ!” – ახალი პოლიტიკური პარტია

ახალი პოლიტიკური გაერთიანების “ჩვენ” თანადამფუძნებელი, დავით ქაცარავა: ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ ვინ და, – ჩვენ! „ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით! ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა! […]

,,ნაცების აქტივისტებო, გამოდით, გიცანით“ – რას აქვეყნებს ნინო წილოსანი

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ნაცების აქტივისტებო, გამოდით, გიცანით :)) მოკლედ, ეს ის ლეთოდიანია ვითომ აღშფოთებულ გამვლელად რომ მოგვევლინა, სინამდვილეში კი, მისი ბელადების დაკვეთას ასრულებდა – „ ნინო წილოსანს მონა ეძახეს“ ასეთი ჰედლაინები დააწიეს პარტიულმა ტელევიზიებმა: ტვ პირველმა, მთავარმა და სხვებმა.. იქვე დავპირდი, რომ მოვუყვებოდი ხალხს როგორი „შემთხვევითი“ გამვლელიცაა და აი […]

კახა კალაძე ნიკა მელიაზე თავდასხმაზე – არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირ შიდაპარტიული დაპირისპირება – სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია, კატეგორიულად მიუღებელია

არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღნიშნული ფაქტი [ნიკა მელიაზე თავდასხმა] არის პირდაპირ შიდაპარტიული დაპირისპირება – სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია, კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ საუბრისას განაცხადა. კალაძის შეფასებით, არ შეიძლება ძალადობა იყოს წახალისებული. „ზოგადად, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ […]

ირაკლი ჩიქოვანი – დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო

დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დიდგორობის” სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური წარმატება, რომელმაც საფუძველი […]

კახა კალაძე „დემოკრატიის ფესტივალზე“ – პირდაპირ უცხოეთიდან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანია ფინანსდება

როგორც წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, იტალიაში არჩევნები იმართებოდეს და უცხო ქვეყნიდან ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ხომ წარმოუდგენელია? შესაბამისად, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება და გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „დემოკრატიის ფესტივალზე“ საუბრისას განაცხადა. როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხელისუფლების მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მათ შორის, ამგვარი […]

ჯო ბაიდენი ტრამპს უწოდებს “ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის”

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან გასვლის შემდეგ მიცემულ პირველ ტელეინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წარმოადგენს “ჭეშმარიტ საფრთხეს ამერიკის უშიშროებისთვის”. “დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუ ის გაიმარჯვებს… ამ არჩევნებში, ნახეთ რა მოხდება” – უთხრა ბაიდენმა CBS News-ის 11 აგვისტოს ნაჩვენებ ინტერვიუში. “ეს საფრთხეა, იგი არის ჭეშმარიტი საფრთე ამერიკის […]

ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი გამოდიან ახლო აღმოსავლეთში ვითარების “დეესკალაციის” მოწოდებით

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები გამოვიდნენ ახლო აღმოსავლეთში ვითარების “დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის” მოწოდებებით და ირანსა და მის მოკავშირეებს მიმართეს თხოვნით, არ გამოუთხარონ ძირი ღაზაში “ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევალთა გათავისუფლებაზე დათანხმების შესაძლებლობას”. 12 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმებიან აშშ-ის და რეგიონის წარმომადგენლების მოწოდებებს, […]

არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი სვანეთში, კლდოვან ფერდობზე იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს: ,,სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.“