„კოკიტოს სათამაშოები“ გაფართოვდა

ხის სათამაშოების მწარმოებელი „კოკიტოს სათამაშოები“ გაფართოვდა და ამჟამად, არასტანდარტული კონცეფციით „ბაზარი ორბელიანზეა“ წარმოდგენილი. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “კოკიტოს სათამაშოების” დამფუძნებელმა, ლალიკო გოგიბერიძემ განაცხადა. კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ამ დრომდე „კოკიტოს“ პროდუქციის რეალიზაცია „სითი მოლში“, სხვადასხვა ქსელურ მარკეტებსა თუ ონლაინ პლატფორმების საშუალებით ხდებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ ფილიალი „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა, სადაც მომხმარებელს სათამაშოს შეძენის გარდა, […]
ისრაელმა თავის სამხედროებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დატოვება უბრძანა – მედია

ცაჰალმა (ისრაელის თავდაცვის ძალები) ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნა ეკრძალებათ. ცაჰალმა აღნიშნული ბრძანება 11 აგვისტოს საღამოს გამოსცა. საფუძველი უსაფრთხოებაა. სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ამ დროისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში იმყოფებიან, ეს ქვეყნები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ბრძანება ეხება როგორც წვევამდელებს, ისე კონტრაქტორებს. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ინფორმაციის პირველი წყარო კი ისრაელის […]
ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ფოტოებში

პარიზი არაჩვეულებრივი სანახაობით დაემშვიდობა სპორტული მიღწევებისა და მოზღვავებული ემოციების დღეებს, რამაც საფრანგეთის დედაქალაქში ორკვირანახევარი გასტანა. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა დასრულდა, პარიზი ახლა ესტაფეტას 2028-ში, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქს, ლოს-ანჯელესს გადაულოცავს.
უკრაინის შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე – მოსკოვი გაეროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

თითქმის ერთი კვირაა უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზეა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა „სამართლიანობის აღსადგენად“ და მოსკოვის ძალებზე ზეწოლის მიზნით დაიწყო. ამით, ზელენსკიმ რუსეთის კურსკის რეგიონზე კიევივის მოულოდნელი შეტევის შესახებ, საჯარაოდ პირველად ისაუბრა „დღეს მე მივიღე რამდენიმე მოხსენება მთავარსარდალ რისკისგან ფრონტის ხაზთან და ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით, რათა აგრესორის ტერიტორიაზე ომი გადავიტანოთ“,- განაცხადა […]
გარემოს სააგენტომ „ბათუმი აილენდზე“ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. 2 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ბათუმში ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს. პროექტის ინვესტორი „ამბასადორი“ ჯგუფია, რომელსაც სურს ბათუმში, რკინიგზის სადგურთან, შავი ზღვის აკვატორიაში, ხელოვნური […]
პროკურატურამ სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, საიდანაც ერთი სამართალდამცველია, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის […]
მამუკა მდინარაძე – ხედავთ, „ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს 5 ნომერს, დანარჩენები ებღაუჭებიან 5-პროცენტიან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან, ე.ი. სჭირდებათ დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად

თუ აკვირდებით, ყველა ეს აგენტურული პარტია, მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან და შეხვედრებს ატარებენ. დიდი საარჩევნო აქტივობები არ აქვთ, ბილბორდებიც არ გამოუკრავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იგეგმებოდეს გარკვეული პროვოკაციები და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სწორედ „ნაცმოძრაობას“ და მის დანამატ პარტიებს აწყობთ […]
შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვას – რა არის გამოძახებით მუშაობა და ჩაითვლება თუ არა იგი ზეგანაკვეთურ სამუშაოში?

ივლისი, 2024 ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს გამოძახებით მუშაობა (On-call, stand-by) საქართველოს კანონმდებლობით არ არის რეგულირებული. ამ ინსტიტუტს იცნობს ევროკავშირის სამართალი. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სამართლებრივი რეგულირების თანახმად, გამოძახებით მუშაობა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ისეთ ფორმას ან/და სამუშაო დროის ისეთ სახეს, როდესაც დასაქმებულს წარმოეშობა ვალდებულება, ჩვეულებრივი/ნორმირებული სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ: […]
გუბერნატორი – კურსკის ოლქში უკრაინის თავდასხმას 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 121 კი – დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვი, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. „დაღუპულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია – 121, მათ შორის 10 ბავშვი“, – განაცხადა სმირნოვმა. ამასთან, მისი თქმით, გუშინ, კურსკის […]
ისიამოვნეთ გიორგი გიგაშვილის შესრულებით

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი საფრანგეთში კონცერტებს მართავს. მან თავის გულშემატკივრებს ვიდეო გაუზიარა, სადაც განსაკუთრებულ სტენვეიზე უკრავს: “განსაკუთრებულ სტენვეიზე, პარიზის ფილარმონიისთვის სპეციალურად რომ შეიქმნა და მსოფლიოში სულ 5 არსებობს ასეთი, პირველად ვასრულებ რაველის ,,სარკეებს”. ეს პიესა კიდე რიგით მესამეა ციკლში და ყველაზე მეტად მიყვარს. თუ ისიამოვნებთ, ისიამოვნეთ.”