ევროკავშირის ოთხი ქვეყანა საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის

ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესმდივანი, ბალაჟ უჯვარი ავრცელებს. „საბერძნეთის ხელისუფლების თხოვნით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ამოქმედდა“, – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა. უჯვარის განცხადებით, ტყის ხანძართან საბრძოლველად მეხანძრეებს იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გაგზავნიან. შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძარი დედაქალაქ ათენთან ახლოს მძვინვარებს. ხელისუფლებამ დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
გიგი წერეთელი – ხელისუფლების მხრიდან აგრესია მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, რაც კი არ დააშინებს, არამედ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას

ხელისუფლების მხრიდან ამგვარი აგრესია მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, რაც კი არ დააშინებს, არამედ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას , – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას. მისი თქმით, უაღრესად სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე მსგავსი გეგმით მოქმედებს და ცდილობს, საზოგადოების დაშინებას. „როგორც მოსალოდნელი იყო საარჩევნო კამპანიის პირობებში, ხელისუფლება შეიტანდა ძალიან […]
გიორგი ვაშაძე – შინდისის გმირების ქმედება იქნება ერთიანი საქართველოს ძლიერების ფუნდამენტი

პატივი მივაგეთ შინდისის გმირებს, დღეს არის დიდგორობა, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს, რომელიც არის გმირების დღე, გამარჯვების დღე , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ისეთ გმირობასა და პატრიოტიზმზე შენდება სახელმწიფო, როგორებიც შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები იყვნენ. „მე დარწმუნებული ვარ, რომ შინდისის გმირების ქმედება იქნება ფუნდამენტი […]
„ნაცმოძრაობა“ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, რადგან გამარჯვების შანსი არ აქვს, დანარჩენები ებღაუჭებიან 5%-იან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. სჭირდებათ დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

„ნაცმოძრაობა“ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, რადგან გამარჯვების შანსი არ აქვს, დანარჩენები ებღაუჭებიან 5%-იან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. სჭირდებათ დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ თუ აკვირდებით, ყველა ეს აგენტურული პარტია, მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან და შეხვედრებს ატარებენ. დიდი საარჩევნო აქტივობები არ აქვთ, ბილბორდებიც არ გამოუკრავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იგეგმებოდეს გარკვეული პროვოკაციები და […]
თინა ბოკუჩავა – პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ამ ბიჭებმა გვაჩვენეს გმირობის მაგალითი, მათთან ვალში ვართ და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამის საუკეთესო გზა ერთიანობაა

პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს. ამ ბიჭებმა მართლაც გვაჩვენეს გმირობის მაგალითი, ჩვენ მათთან ვალში ვართ და ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამის საუკეთესო გზა არის ჩვენი ერთიანობა , – ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე განცხადებით, 10 აგვისტოდან შინდისის გმირთა მემორიალთან ადამიანები მათი […]
საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს. „ჩემს კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები და საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერი შემდგომი ქმედებები განვიხილეთ“, – წერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, მაისში, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას Aster-ის საზენიტო რაკეტების ახალ პარტიას გადასცემდა.
იტალიის თასზე “ნაპოლის” მეტოქე გაირკვა

იტალიის თასის პირველ ეტაპზე “ნაპოლიმ” სახლში “მოდენა” პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მისი მეტოქეც გაირკვა. ნეაპოლური გუნდი “პალერმოს” დაუპირისპირდება, რომელმც სტუმრად “პარმას” 1:0 მოუგო. გოლი “ნაპოლის” ყოფილი შემტევის, ლორენცო ინსინიეს ძმამ, რობერტო ინსინიემ გაიტანა. “ნაპოლისა” და “პალერმოს” შეხვედრა 25 სექტემბერს “დიეგო მარადონაზე” გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “ნაპოლის” შემდეგი მოწინააღმდეგე “ლაციო” იქნება.
ერთი პედაგოგის ისტორია, რომელიც რუსებმა 2008 წელს ჩაცხრილეს

ნუნუ ჩლაიძე, მასწავლებელი ფხვენისიდან, 2008 წლის ომის დროს, რუსმა ოკუპანტებმა მანქანაში ჩაცხრილეს. მძიმედ დაჭრილი შინდისში, ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. ადგილობრივების დახმარებით, სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ მისი ოჯახის ისტორია სავსეა ტრაგიზმით. “რომ ვიხრჩობოდე, რუსებისგან წყალს არ ავიღებ,”- ამბობს იგი.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: “თურქეთი ნატოს ერთგულია”

იმ დროს, როდესაც ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ანკარა დასავლეთს შორდება, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მისი ქვეყანა ნატოს მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების სრულად ერთგულია. გასულ თვეში, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობა სურს. შანხაის ორგანიზაცია – უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური კლუბი – 2001 წელს რუსეთმა, ჩინეთმა და შუა […]
პირველი ფრენიდან 50 წლის თავზე, ეფ-16-ები უკრაინაშია

ამერიკული საკულტო მრავალფუნქციური გამანადგურებელი ეფ-16, პირველი ფრენიდან 50 წლის თავზე, კვლავ მოთხოვნადია. ნატოს წევრი ქვეყნებისა და სხვა არაერთი საჰაერო ძალების შემდეგ, გამანადგურებლები უკვე უკრაინის თავდაცვის სამსახურშია და სამხედრო ანალიტიკოსები მსჯელობენ, რას მატებს ის უკრაინას, ბრძოლის ველზე.