მაკრონი, შოლცი და სტამერი ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისგან. ევროპელი ლიდერები მხარეებს მოუწოდებენ ძირი არ გამოუთხარონ ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესაძლებლობას. ერთობლივი განცხადება ბრიტანეთის მთავრობამ ორშაბათს გაავრცელა. ქვეყნების მეთაურები ამბობენ, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, “ჰამასმა” ჯერაც დაკავებული მძევლები უნდა გაათავისუფლოს, ღაზის მოსახლეობამ კი შეუფერხებლად და […]
ათენთან ახლოს ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთნენ

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათენთან ახლოს ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთნენ. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, საბერძნეთის სახანძრო სამსახურში მათ დაუდასტურეს, რომ საბერძნეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე დასახლება პენტელში ცეცხლის ჩაქრობაში 88 ჯარისკაცია ჩართული. „ბიბისის“ ცნობით, ნეა პენტელში ცეცხლი სკოლის შენობას მოედო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული მეხანძრეებისა და ტექნიკის რაოდენობა სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი არ არის. […]
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ონის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ონის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და ონის მოსახლეობას გააცნო “კოალიცია ცვლილების” ხედვები, როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. “წელს არის უნიკალური შანსი ბევრი მიზეზის გამო, ეს არის არჩევანი, […]
პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის წევრებმა რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, […]
უკრაინაში დაღუპულ ბონდო გაგნიძეს 14 აგვისტოს ჩამოასვენებენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ გმირს, ბონდო გაგნიძეს, საქართველოში 14 აგვისტოს, 05:00 საათზე ჩამოასვენებენ. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ბონდო გაგნიძე ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ […]
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და […]
სეზონზე 85-90%-ით ვართ დატვირთული, სტუმრების 50% ადგილობრივები არიან – Lopota Spa Resort

Lopota Spa Resort-ის კომერციული დირექტორის მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, ტურისტული კომპლექსი ზაფხულის სეზონზე 85-90%-ითაა დატვირთული. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა. “სტუმრების 50% ადგილობრივები არიან, ხოლო უცხოელები ძირითადად ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან გვსტუმრობენ”, – აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა. ტურისტულ კომპლექსში ელიან, რომ ზაფხულის მსგავსად შემოდგომაც დატვირთული იქნება. “წლის ბოლომდე, სხვადასხვა ღონისძიებებით აქტიურად ვართ დატვირთული, რადგან შემოდგომა […]
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ისტორიული შედეგი

3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი – საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში იასპარეზა 28 სპორტსმენმა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა +102 კგ), […]
ცოტნე ანანიძე სენატორებზე- პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის – კანდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება

ცოტნე ანანიძე სენატორებზე- პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის – კანდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე, სენატორების მიერ, საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა: „პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს […]
ცოტნე ანანიძე – პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის – კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია, ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება

პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის , – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს. ანანიძის შეფასებით, ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის […]