სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლული 36 წლის გიორგი ქობულაშვილია, რომელსაც გვიან ღამით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ქობულაშვილთან რამდენიმე პირი საქმის გასარჩევად მივიდა. “უკარგესი ადამიანი იყო. ობოლი, ბებიას გაზრდილი. უბნის ბავშვების ქომაგი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, დანით მიაყენა მრავალი ჭრილობა თავში და გულშიო. გიორგი ყველა […]

„ოცნება“ მას „მოღალატეს“ უწოდებს, სინამდვილეში თავად ოცნებამ უღალატა სამშობლოს და ხალხს“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კასპის ყოფილი მერის ,,ოცნებიდქნ” ,,ნაცებში” გადასვლას ეხმაურება: ,,მივესალმები კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერებაშვილის მიერ „ოცნების“ დატოვებასა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასთან“ შემოერთებას. „ოცნება“ მას „მოღალატეს“ უწოდებს, სინამდვილეში თავად ოცნებამ უღალატა სამშობლოს და ხალხს. რაც მეტი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი მიიღებს უახლოეს ხანში ასეთ გადაწყვეტილებას მით უფრო უმტკივნეულოდ გავივლით რუსული მაფიოზური […]

რეგიონში ომის გაფართოების შიშის ფონზე, ისრაელი ღაზას ისევ უტევს

12 აგვისტოს, ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისთან საბრძოლო ოპერაციები გააგრძელა. პარალელურად, რეგიონში კონფლიქტის გაფართოების რეალური რისკის არსებობის ფონზე, იზრდება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა. “ჰამასის” მიერ მართული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, დღეს, ხან-იუნისზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამ ფონზე, იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისრაელისგან […]

მონეტარული ოქრო საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.9%-ს შეადგენს

2024 წლის ივლისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.9%-ს შეადგენს, ინფორმაციას Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს. „საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 14.1%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.0%-ით გაიზარდა (+90.5 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო […]

ჯანმო მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ აქტიურად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკაში ვირუს mpox-ის, იგივე მაიმუნის ყვავილის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს და აფრიკაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას განიხილავს. ეს საკითხი 14 აგვისტოს, ჯანმოს საგანგებო სხდომაზე დადგება დღის წესრიგში. საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, კონგოში დაწესდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ამ ქვეყანაში მომხდარი ეპიდაფეთქება მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი სხვა კონტინენტებზე გავრცელდეს. კონგოში წელს mpox-ის სერიოზული […]

სირსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. შედარებისთვის, ეს თბილისის ფართობზე [726 კვ. კმ] მეტია. სირსკის განცხადებაზე „მედუზა“ იუწყება. გამოცემის ცნობით, სირსკიმ ეს განცხადება ზელენსკისთან თათბირზე გააკეთა. რუსული მხარის ცნობით, კიევი კურსკში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. უკვე თითქმის ერთი კვირაა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის […]

წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ჯვარში, ასევე სოფლებში საჩინო და ჩქვალერი დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები. მერიის შესაბამისი სამსახურები პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანის პრეზიდენტს დეესკალაციისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანის პრეზიდენტს დეესკალაციისკენ მოუწოდა , – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს. „მან პრეზიდენტ ფეზეშქიანს მოუწოდა, რომ შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს. ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი ახლა უნდა დაინგრეს“, – ნათქვამია განცხადებაში. გერმანიის კანცლერმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას „ახლო აღმოსავლეთში რეგიონული გამწვავების საფრთხის გამო შეშფოთება გამოხატა“. […]

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“-ს ტყიბულის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“-ს ტყიბულის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალის“ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ნიკა მელიამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბრისას ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თვითმმართველობის გაძლიერება, რეგიონების განვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა და დეცენტრალიზაცია. „მეოთხე ადგილია, სადაც დღეს […]

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ძალებს სასაზღვრო რეგიონიდან განდევნის

ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ 2022 წელს ომის დაწყებიდან საზღვრის მიღმა კიევის უმსხვილესი შეჭრის შემდეგ, რუსეთის არმია უკრაინის ძალებს რუსეთის სუვერენული ტერიტორიიდან გააძევებს. გასულ სამშაბათს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის საზღვარი გაარღვია და კურსკის რეგიონის დასავლეთის ზოგიერთ ნაწილში წინ წაიწია. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, უკრაინის ეს მოულოდნელი თავდასხმა, აშშ-ში ნოემბრის არჩევნების შემდეგ, შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის […]