მამარდაშვილმა “ლივერპულს” თანხმობა განუცხადა” – ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის “მერსისაიდელებში” შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

მსგავსი პატარ-პატარა წამრატებები იკრიბება და მოდის ნაკრების წარმატება…როგორც სანამ ხორვატია ფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ითამაშებდა მანამდე ხორვატი ფეხბურთელები თამაშობდნენ ლიგის ფინალს და ზაგრების დინამო ლიგაზე თამაშობდა
შალვა პაპუაშვილი – პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ – ამ შედეგით ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას

პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ. მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს და ყველას ვინც ამ შედეგში თავისი წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ამ ისტორიული შედეგით საქართველო ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას უსწრებს. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველო როგორც ეკონომიკური […]
2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის 192 შემთხვევიდან 149 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება: გორი – 7; ქუთაისი – 6; რუსთავში – 6; ზუგდიდი – 5; ბათუმი – 5; […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში […]
დონალდ ტრამპი – რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს, ისინი დიდ საბრძოლო ძალას წარმოადგენენ და უკრაინას ახლა საკმარისი ხალხი არ ჰყავს – მე ამის შეჩერება შემეძლო

რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს, ისინი დიდ საბრძოლო ძალას წარმოადგენენ და უკრაინას ახლა საკმარისი ხალხი არ ჰყავს, მე ამის შეჩერება შემეძლო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა. „თქვენ იცით, რომ რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს. იცით, […]
13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დროა, ცვლილებებისთვის, სასურველია, აგრეთვე, მოიშოროთ ვალები და გათავისუფლდეთ უსიამოვნო ტვირთისა და პრობლემებისგან. ამგვარი ქმედებით მოიზიდავთ წარმატების ენერგიებს. კურო სწრაფად შეძლებთ სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრას, ფხიზელი გონებით უკეთ გაერკვევით ადამიანებშიც. კარგი დღეა. ტყუპები მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა გააქტიურება. დაისვენეთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. კირჩხიბი ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, დღეს ახლობელმა ფინანსური დახმარებისთვის მოგმართოთ. […]
13-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) დღეს დილიდან […]
საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი „ვითიბიში“ და „ქართუ ბანკშია“

საქართველოს საბანკო სისტემაში უმოქმედო კრედიტების წილი მიმდინარე წელს შემცირდა და 4%-მდეა. 2024 წლის მეორე კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ვითიბი ბანკში“ და „ქართუ ბანკშია“, ყველაზე დაბალი კი „იშბანკშია“. კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით: ვითიბი ბანკი ჯორჯია – უმოქმედო სესხების მოცულობა 47.63%; ქართუ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 16.74%; […]
ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ბავშვი ემსხვერპლა

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად […]
უკრაინელებმა 8 ოლქში რუსების 30 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას წუხელ „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ის ტიპის 38 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 30 დრონის განადგურება შეძლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მიკოლაივის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის ოლქებში ჩამოაგდეს. რუსებმა რაკეტები რუსეთის […]