წელს ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს – Galt & Taggart

2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა. „ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში […]
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს. ამასთან, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანია „ტერმინალ 1-ის” დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგითაც მათ დაუშვებლად მიაჩნიათ კუნძულის მშენებლობა – მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. „კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მიმავალი […]
თინა ბოკუჩავა – ვფიქრობ, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის მოსამზადებელი ფაზა მტკიცებულებების შეგროვების ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან

ვფიქრობ, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის მოსამზადებელი ფაზა მტკიცებულებების შეგროვების ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც თინა ბოკუჩავამ განმარტა, ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მინიშნებით რუსული, თუმცა „შავი ფულის“ გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის. „ჰელსინკის კომისია არის პოლიტიკური ორგანო აშშ-ის კონგრესში, […]
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების შემდეგ, აქცია ამავე კომპანიის მოქმედმა თანამშრომლებმა გამართეს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების შემდეგ, აქცია ამავე კომპანიის მოქმედმა თანამშრომლებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაფიცულმა თანამშრომლებმა, სხვა მოქმედ თანამშრომლებს უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ. როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი და მოქმედი თანამშრომელი აცხადებს, ის მენეჯერები გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან, რომლებიც თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. „დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ უბრალოდ გაფიცულმა თანამშრომლებმა, […]
ოსიმენი ღამის კლუბში ფანს თავს დაესხა [VIDEO]

“ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ღამის კლუბში ფანს თავს დაესხა. ნიგერიელი ღამის კლუბში ერთობოდა, როდესაც ვიქტორმა შეამჩნია, რომ გულშემატკივარი ვიდეოს უღებდა, ოსიმენმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადა. ჯერჯერობით უცნობია, დაისჯება თუ არა “პარტენოპეის” ფორვარდი. შეგახსენებთ, ოსიმენი “ნაპოლისთან” ერთად საწვრთნელ შეკრებას არ გადის, რადგან კლუბის დატოვება სურს. მოკლედ, ჯადო აქვს ამ ბიჭს გაკეთებული – არავინ არ ყიდულობს, თავს […]
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასკის დახმარება განათლების დეპარტამენტის პრობლემების აღმოფხვრაში დასჭირდება

მე ეს ძალიან მომეწონებოდა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის შეთავაზებას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასკმა გარკვეული როლი შეასრულოს მის ადმინისტრაციაში. ტრამპის განცხადებით, ილონ მასკის დახმარება ერთ-ერთი მთავარია მის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაში. მისივე თქმით, მას დახმარება განათლების დეპარტამენტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში სჭირდება. „ეს ის ადგილია, სადაც მე მჭირდება ილონ […]
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – „ჰუსიტებმა“ იემენის დედაქალაქში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის შტაბ-ბინა დაიკავეს

„ჰუსიტებმა“ იემენის დედაქალაქში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის შტაბ-ბინა დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს. ვოლკერ თურქის ცნობით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ სანაში მდებარე გაერო-ს შენობა 3 აგვისტოს დაიკავეს და თანამშრომლებს დოკუმენტების, ავეჯისა და ავტომობილების გადაცემა აიძულეს. „ანსარ ალაჰის ძალებმა შენობა უნდა დატოვონ და ყველა ნივთი დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ“, – განაცხადა […]
თამარ კორძაია – როგორ შეიძლება სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ, მაშინ, როცა ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ აბეტონებს საქართველოს მომავალს, როგორ ანადგურებს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირში

როგორ შეიძლება სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ, მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ აბეტონებს საქართველოს მომავალს, როგორ ანადგურებს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირში, – ამის შესახებ,,ერთიანობა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ხაშურში, მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა. „როგორ შეიძლება ჩვენ ახლა სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ, სხვა თემები გვქონდეს მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ აბეტონებს საქართველოს მომავალს, როგორ ანადგურებს ჩვენს […]
ირანის საგარეო უწყება – საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი უტიფრად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის მოწოდებებს, რომ ირანმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება ისრაელთან მიმართებაში პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) დანაშაულების ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, E3-ის განცხადება უტიფრად მოითხოვს ირანისგან, არ უპასუხოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]
საპენსიო დანაზოგმა ₾5.3 მილიარდს გადააჭარბა – რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11.858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. ამასთან, სააგენტოს ცნობით, აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2024 ივლისში თითქმის […]