ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

ბექა ოდიშარია – სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში აფინანსებენ არა „დემოკრატიის ფესტივალს“, არამედ “დემოკრატიულ” ჰელოუინს

სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ სხვა ინსტიტუციები საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ “დემოკრატიულ” ჰელოუინს , – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „დემოკრატიის ფესტივალზე” საუბრისას განაცხადა. „ამის თქმის უფლებას მაძლევს იქ გამოფენილი ბანერები და არსებული ანტურაჟი. თქვენ ნახეთ როგორი მხარდაჭერილიც იყო ეს ე.წ. ფესტივალი, იდგნენ […]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, თითქოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სიუჟეტის ანონიმურ გმირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ტყუილია. „დღეს, 13 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის მიმართ გავრცელდა ცრუ, ცილისმწამებლური ბრალდებები. […]

IAEA-ს ექსპერტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის კვალი არ აღმოუჩენიათ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაათვალიერეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე წყლის გაგრილების კოშკი, სადაც 11 აგვისტოს, საღამოს, ხანძარი იყო. სააგენტოს მიერ 12 აგვისტოს, გვიან ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალისტებს არ აღმოუჩენიათ არც დამწვარი საბურავების და არც უპილოტო საფრენი აპარატის კვალი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დამატებით […]

კურსკში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა

კურსკის რეგიონში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა და როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამით უკრაინელთა წინსვლის შეჩერება შეძლო. 13 აგვისტოს გამთენიისას რუსული ძალები თავს დაესხნენ უკრაინულ პოზიციებს, ოპერაციაში ცოცხალი ძალა, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ “სუ34”-ებით რუსულ ძალებს უკრაინულ პოზიციებზე მიაქვთ […]

FBI აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიებში ირანის ჰაკერული თავდასხმის საქმეს იძიებს

ორშაბათს “გამოძიების ფედერალურმა ბიურომ” – (FBI) გამოაცხადა, რომ გამოძიებას ატარებს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ თქვა, რომ მის შიდა კომუნიკაციებში ჰაკერული შეღწევა მოხდა. კამპანიამ ამაში ბრალი ირანის მთავრობას დასდო. ყოფილი პრეზიდენტის მიერ შაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, „მაიკროსოფტმა“ მის კამპანიას აცნობა, რომ ირანმა მის ერთ-ერთ ვებგვერდზე ჰაკერულად შეაღწია. ტრამპმა თქვა, რომ ირანმა „მხოლოდ საჯაროდ […]

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ხანძრისას დაღუპულ ბავშვებზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ზუნვის სააგენტო ეხმაურება ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს. უწყების ცნობით, ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპული ბავშვები 2018 წლიდან – ჩვილობის ასაკიდან- ოჯახისგან იყვნენ განცალკევებული. თუმცა 2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნეს. “ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ოჯახში, […]

ოჯახი, რომლის ორი წევრიც ხანძარს ემსხვერპლა, სოციალურად დაუცველია

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სოციალურ შემწეობას იღებდა ზუგდიდში, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები ის ოჯახი, რომლის ორი წევრიც ძლიერმა ხანძარმა იმსხვერპლა. ოჯახისთვის გაცემული შემწეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უწყების პრესსამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. დაღუპული ექვსი წლის ტყუპი ძმები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. მეზობლების თანახმად, ოჯახს დავალიანების გამო გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის […]

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან

როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან, რისი მიზეზიცაა რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ვითარებას ართულებს დიდი სიცხე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება 13 აგვისტოს ანგარიშში. ბრიტანელი ექსპერტების ანგარიშში ნახსენებია რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პილოტებისთვის წყლის რაციონი დღეში ერთი ლიტრით განისაზღვრა. ეს იმის მეოთხედია, რაც რეკომენდებულია მაღალი […]

“ბარსელონამ” 19 წლის თავდამსხმელი “ევერტონს” 25+3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა

კატალონიური “სპორტის” ცნობით, “ბარსელონამ” ვიტორ როკე “ევერტონს” 25+3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა. “ბარსა” 19 წლის თავდამსხმელში 30-35 მილიონს ითხოვს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. “ბარსელონა” მომავალ სეზონში ვიტორ როკეზე იმედებს არ ამყარებს და მისი გაყიდვა ან იჯარით გაშვება უნდა. ვიტორ როკეს სამსახურით აგრეთვე “ალ ჰილალი” და “ბორნმუთი” არიან დაინტერეშებული, თავად კი კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება სურს და […]