ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან

როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან, რისი მიზეზიცაა რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ვითარებას ართულებს დიდი სიცხე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება 13 აგვისტოს ანგარიშში.
ბრიტანელი ექსპერტების ანგარიშში ნახსენებია რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პილოტებისთვის წყლის რაციონი დღეში ერთი ლიტრით განისაზღვრა. ეს იმის მეოთხედია, რაც რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობისას.
რუსეთის არმიის ზოგიერთი შენაერთი იძულებულია გაფილტრული დამდგარი წყალი სვას, რითაც იზრდება ისეთი დაავადებების გავრცელების რისკი, რომლებიც დაბინძურებული წყლით ვრცელდება, ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია