როგორ “გადააგდო” “ნაპოლი” “ფროზინონეს” ნახევარმცველმა

რამდენიმე დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” “ფროზინონეს” 24 წლის ნახევარმცველს, მარკო ბრეშიანინის ერთსეზონიანი იჯარით და გამოსყიდვის 11-მილიონიანი აუცილებელი პირობით აიყვანდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა. დღეს ბრეშიანინიმ რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში “ნაპოლისთვის” სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად ნეაპოლურ კლუბს უგანა. ბრეშიანინიმ “ატალანტაში” გადასვლა გადაწყვიტა, რომელმაც როგორც ჩანს, უკეთესი პირობები შესთავაზა. მან […]

ზამთარში ტაილანდში სასტუმროები გაძვირდება

2024-2025 წლის ზამთარში ტაილანდური სასტუმროები 10-15%-ით გაზრდიან ფასებს რაც გამოწვეულია მაღალი მოთხოვნით საზღვარგარეთული ბაზრებიდან, მათ შორის რუსეთიდან – ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს. „სასტუმროები და მასპინძელი ტუროპერატორები აცხადებენ, რომ ტარიფები გაიზარდა შარშანდელთან შედარებით 15%-ით საშუალო ფასის სეგმენტში და 10%-ით ლუქს სეგმენტში, მაგრამ თუ წინასწარ დაჯავშნით, შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლება 10-20-მდე%“ – აღნიშნავს ასოციაცია. მათივე ცნობით, ფასების […]

საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 21.3%-ით, საავიაციო ნავთის კი 84.8%-ით გაიზარდა

2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,42 ათასი ტონით ანუ 21,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,97 ათასი ტონა) შედარებით. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს. მიმდინარე წლის ივლისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,9%-ს შეადგენს. შემდეგ […]

„კუმპიტო“ ექსპორტზე 5 ქვეყანაში გავა

ქართული ხელნაკეთი საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი „კუმპიტო“ ექსპორტზე 5 ქვეყანაში გავა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო გუნიამ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კომპანიამ საუდის არაბეთთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 5 ქვეყანაში პროდუქციას „კუმპიტოს“ ბრენდის ქვეშ გაყიდის. ასევე, ბრენდინგსაც უზრუნველყოფს. „წელს საექსპორტო მიმართულებით ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. საუდის არაბეთში 10 […]

ბულგარეთში საქართველოს გავლით 436 კგ ჰეროინი შეიტანეს – მედია

შავი ზღვის პორტ ბურგასში, ბულგარეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკი ბულგარეთში საქართველოს გავლით აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს, 12 აგვისტოს, ბულგარეთში საოლქო პროკურატურამ გაავრცელა. ჰეროინი 434 სხვადასხვა შეფუთვაში ინახებოდა, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ტვირთი ტრაილერით გადაჰქონდათ. ნარკოტიკული საშუალების ჯამური ღირებულება 35 მილიონი ევროა. „მას შემდეგ, რაც სტატისტიკური ჩანაწერების წარმოება დაიწყო, […]

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ -ს ჭიათურის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ -ს ჭიათურის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ოფისის გახსნაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, ადგილობრივი ფეოდალებისგან ჭიათურა უნდა გათავისუფლდეს და ჭიათურის პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ჭიათურელებმა, რადგან ამ ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს მდიდარი, წარმატებული და ევროპული ქალაქი. “ძირითადი პრობლემა, რაზეც საუბრობენ არის ეკონომიკური და […]

შაჰინი: “ველოდებით მთავრობისგან პირველ ნაბიჯს და მის წინადადებას”

„ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. მაგრამ, ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით ჩუმად, დემოკრატიის უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნულად ცრუ განცხადებების ფონზე“ – განაცხადა სენატორმა შაჰინმა, საქართველოში ვიზიტის შესახებ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დემოკრატი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ უნდა […]

ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთი სამხედრო პორტს ჩქარი ტემპით აშენებს

16 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. მოსკოვი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში, სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას ჩქარი ტემპით ცდილობს. ეს და სხვა თემები ნახეთ გადაცემაში:

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი – რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის – კიევს კურსკის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, ჩვენი ხალხის დაცვა გვსურს

უკრაინას კურსკის აღების არანაირი ზრახვა არ აქვს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის თავდასხმებისგან დაცვას ვცდილობთ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა. ტიხის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში შესვლის მიზანი არა უცხო ტერიტორიების დაკავება, არამედ უკრაინელების სიცოცხლის შენარჩუნება და საკუთარი ტერიტორიის რუსული თავდასხმებისგან დაცვაა. მან, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ქმედებები სრულიად […]

კიევი: ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია, ოპერაციის მიზანია უკრაინელთა დაცვა

უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქის ხელში ჩაგდება კი არ აინტერესებს, არამედ სურს საკუთარი ხალხის სიცოცხლე დაიცვას იმით, რომ რუსეთს არ მისცეს დონეცკის ოლქში დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლის საშუალება და რუსეთის ჯარებს გაურთულოს ლოგისტიკა, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ. „რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით უკრაინას არ სურს სხვისი საკუთრება. უკრაინა არ არის იმით დაინტერესებული, რომ კურკის ოლქში […]