,,მე იმის დარდი მაქვს, ეს დედამო@@@ლები რაღაც დროის მერე რომ შეგვეცოდება…” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ,,მე იმის დარდი მაქვს, ეს დედამო@@@ლები რაღაც დროის მერე რომ შეგვეცოდება გვანტანამოზე პერედაჩს რა გაუგზავნის. აქვე რომ მოუწიოთ მოხდა კიდევ ჰო.”

ვიხილავთ „ჩაშვებების“ სერიას… რას აკეთებდა ღარიბაშვილი 2 კვირა ამერიკაში? – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ტვ პირველის “დღის ამბებში“ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი აანონსებს, რომ “ჩაშვებების“ სერია იქნება. ხუხაშვილი ყოფილ პრემიერს ახსენებს და სვამს კითხვას, რა უნდოდა ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში 2 კვირის განმავლობაში და რა საქმით იყო დაკავებული ის. თუ გახსოვთ ღარიბაშვილი 2 კვირით რომ იყო ამერიკაში? მაშინ პრემიერი იყო და […]

ბათუმში, სასტუმრო “ლ ბაკურში” ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლ ბაკურში“ ცეცხლი გაჩნდა. როგორც BM.GE-ს საგანგებო სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია მათი ინფორმაციით, ხანძარი სასხვენო გადახურვაში იყო, რომელიც უკვე ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე, ხალხის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

სახალხო დამცველის აპარატი – ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მცირეწლოვნების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. „სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და […]

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ჭიათურის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ჭიათურის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ოფისის გახსნაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, ადგილობრივი ფეოდალებისგან ჭიათურა უნდა გათავისუფლდეს და ჭიათურის პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ჭიათურელებმა, რადგან ამ ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს მდიდარი, წარმატებული და ევროპული ქალაქი. “ძირითადი პრობლემა, რაზეც საუბრობენ არის ეკონომიკური და სოციალური […]

ევროკომისიამ უკრაინას თითქმის 4,2 მლრდ ევრო გამოუყო უკრაინის დახმარების ფონდიდან

„დღეს ევროკომისიამ უკრაინას თითქმის 4,2 მლრდ ევრო გამოუყო [უკრაინის] დახმარების ფონდიდან. ამგვარად, საერთო ჯამმა ევროკავშირის დაფინანსებისა, რაც ამ მომენტისთვის გადავუხადეთ უკრაინის მთავრობას ფონდის ფარგლებში, 12 მლრდ ევროს მიაღწია,“ ნათქვამია ევროკომისიის ცნობაში. უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს 50 მლრდ ევრომდე სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და კრედიტების სახით 2024-2027 წლებში. დახმარების პაკეტით ნავარაუდევია 33 მლრდ ევროს სესხები და 17 […]

ჰარისი ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში 4 პუნქტით უსწრებს

“ნიუ-იორკ თაიმსისა” და სიენის კოლეჯის ერთობლივ გამოკითხვებში, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამ მნიშვნელოვან შტატში ლიდერობს. საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელ კანდიდატს – დონალდ ტრამპს უისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში 4 პუნქტით უსწრებს. სამივე იმ გადამწყვეტ შტატებს შორის სახელდება, რომელთა შედეგებზეც ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ბედი შეიძლება დიდწილად იყოს დამოკიდებული. 5-9 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, […]

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ შეძლო. სანაპიროზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თინა ბოკუჩავა – ვიზიარებთ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ – ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ, ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება

ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბოკუჩავა გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ელექტორალური ძალაა და პარტია იზიარებს მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის ძველი თანამებრძოლების მიმართ. […]

თამარ კორძაია – იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირთან და გვქონდეს უსაფრთხო სივრცე, რომელსაც რუსეთი მართლაც ვერაფერს უბედავს, 26 ოქტომბერს გვჭირდება ცვლილებები

ევროკავშირი გვეუბნება, რომ ერთიანობით ჩვენ ვიქნებით თქვენთან და თქვენც იყავით ჩვენთან. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მათთან და გვქონდეს ის უსაფრთხო სივრცე, რომელსაც რუსეთი მართლაც ვერაფერს უბედავს, გვჭირდება ცვლილებები 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. კორძაიას თქმით, ამაზე პასუხი ნამდვილად არის ერთი მისვლით ბიულეტენის გაფერადება, რადგან […]