თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. როგორც შსს-ში ინტერპრესნიუსს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
პუტინმა კვლავ გამოუხატა მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმეორებით გამოუხატა მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოებრიობას. ამის თაობაზე მან 13 აგვისტოს გააკეთა განცხადება მოსკოვის მახლობლად, ნოვო-ოგარიოვოში, სადაც გაიმართა მისი მოლაპარაკებები პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან. პუტინის თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს. „ჩვენ ვფიქრობთ რეგიონში ხანგრძლივი, სანდო და სტაბილური მშვიდობის დამყარებაზე. გაეროს ყველა გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და პირველ რიგში […]
„ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას“ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდარს სწავლობს. ომბუდსმენი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები“. „არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში. სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, […]
ომბუდსმენი: ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას, განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი სწავლობს მომხდარს. განცხადებაში ლევან იოსელიანი წერს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს იმ ოჯახების ინდივიდუალურ გამოწვევებს, სადაც ბავშვი ან ბავშვები არიან.
რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონის ევაკუაციას ახორციელებს

რუსეთის ბელგოროდის ოლქის, კრასნოიარუჟის რაიონის თითქმის მთელი მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუირებულია, – თქვა რეგიონის გუბერნატორმა. ამის მიზეზი, უკრაინული ძალების წინსვლა გახდა, მეზობელ კურსკის რეგიონში. კიევი აცხადებს, რომ მისი მიზანი არაა რუსეთში ტერიტორიის დაკავება. „11 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა”, – წერს გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი “ტელეგრამში”. „ამჟამად დაახლოებით 1000 ადამიანი დროებით საცხოვრებელშია მოთავსებული”, – ამბობს ის. ომამდე ოლქის […]
„ვითარება რთულია“ – საბერძნეთის დედაქალაქს ტყის ხანძარი უახლოვდება

ათენის გარეუბანში გაჩენილი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს უახლოვდება და საფრთხეს უქმნის. სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება „უკიდურესად რთულია“. ამ დრომდე სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს. ეპიცენტრში მობილიზებულია 700-ზე მეტი მეხანძრე და მოხალისე, 200-მდე სახანძრო ავტომობილი და 35 სპეციალური თვითმფრინავი. საბერძნეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა ევროკავშირსაც. „სიტუაცია უკიდურესად მძიმეა“, […]
“ბორჯღალოსნები” | 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

რაგბი ევროპამ 2025 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე მონაწილეობას 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა), რომელიც 2025 წლის ნოემბერში […]
სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენებაზე ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო, ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული – შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტი

სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენებაზე ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო, ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული – შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო და ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული, – ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, რომელიც რუსეთსა […]
ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა – SpaceCargo

ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა – SpaceCargo იმპორტის მიმართულებით წელსაც ჩინეთი ლიდერობს, წინა წელთან შედარებით მივიღეთ და დავამუშავეთ 56%-ით მეტი ამანათი, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ლოგისტიკური კომპანია SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერმა თინათინ კობერიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში განსაკუთრებით მაღალია ელექტრონული პროდუქციის ტვირთბრუნვა, რაც საჰაერო გადაზიდვის კუთხით თვის განმავლობაში 80 ტონას შეადგენს. “ჩვენი ძირითადი მიმართულებაა საჰაერო […]
სახალხო დამცველის აპარატი – ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განვახორციელებთ ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მცირეწლოვნების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. „სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და […]