ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ფერმერებზე ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ფერმერებზე ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის პროგრამის ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის’’ღონისძიების ,,სასოფლო – სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში, მიმდინარეობს პროგრამის ბენეფიციარების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, წვეთოვანი სარწყავი […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე ეცნობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე ეცნობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესათან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და უმრავლესობის წევრებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე ეცნობა. მერმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა, ადგილობრივ […]

აშშ-ის საელჩო – არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება – აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს, მათ წინადადებას ველით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი […]

ანა დოლიძე – კამპანია ,,იცურე მშვიდად“ ფარგლებში შემუშავებული ჩვენი რეკომენდაციები კვლავ არ არის მიღებული

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. დოლიძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია. „საათი არ გავა საშინელება არ დატრიალდეს. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! სახელმწიფო არ გვაქვს. 2018 წელს, ალეკო ცქიტიშვილთან და რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, დავიწყეთ კამპანია ,,იცურე მშვიდად”, რომლის მიზანი […]

ყველაფერი მომდევნო 72 საათში გადაწყდება – სლოტსა და “ლივერპულს” მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს

ინგლისური პოპულარული გამოცემა metro გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, “მერსისაიდელებმა” “ვალენსიასთან” წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულეს და ესპანურ მხარეს შეუთვალეს, რომ ოფიციალური წინადადებით უახლოეს 72 საათში დაბრუნდებიან. Metro გვაუწყებს, რომ “ღამურები” 34 მილიონ ფუნტს, ანუ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ამასთანავე, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები “ლივერპულისა” ახალი მწვრთნელი არნე სლოტისა და გუნდის გადაწყვეტილების შესახებ […]

ევროპაში მგზავრთნაკადი 2019 წლის დონეს დაუბრუნდა

ევროპაში მგზავრთნაკადი უკვე იმ დონეზეა, როგორც ეს 2019 წელს, პანდემიამდე იყო. აღნიშნული მაჩვენებლები 2024 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დაიდო. განცხადება ამის შესახებ კი ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ გააკეთა. წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადი გასულ წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ხოლო 2019 წლის დასაწყისთან შედარებით მგზავრთნაკადი 0.4%-ით გაიზარდა. აეროპორტების ინდუსტრიამ პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი უკვე დაძლია, მაგრამ აეროპორტების […]

თბილისში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ფაქტის ამსახველ მასალას ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.

ფორმულა: კაბალიდან ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

ფორმულას ინფორმაციით, კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ახალგაზრდა ქალი გუნელ გასანოვა კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 28 ივლისს, დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის გაიტაცეს. ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა.

უკრაინა: რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. უკვე ერთი კვირაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში ატარებენ სამხედრო ოპერაციას. „მიუხედავად რთული და ინტენსიური ბრძოლებისა, ჩვენი ძალები განაგრძობენ წინსვლას კურსკის ოლქში და ჩვენი [ტყვეთა] “გაცვლითი ფონდი” იზრდება“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებზე ატარებენ შემოწმებებს და სტაბილიზაციურ ღონისძიებებს. იგი […]

Reuters – ირანი თავდასხმას დაიწყებს თუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდება ან თეირანი აღიქვამს, რომ ისრაელი მას აჭიანურებს

მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია ისრაელის მიმართ ირანის შურისძიების გადადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, მხოლოდ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეუძლია ირანის პირდაპირი შურისძიების გადადება ისრაელის წინააღმდეგ, მათ ტერიტორიაზე “ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი მის მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა „ჰეზბოლა“, პირდაპირ თავდასხმას […]