კაშიას “სლოვანი” ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა – დვალის “აპოელი” ევროპა ლიგაზე გადაერთვება

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “სლოვანმა” გასვლაზე “აპოელთან” ფრეს მიაღწია – 0:0. პირველი შეხვედრა ბრატისლავურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული და შესარჩევი ტურნირის პლეი-ოფში გავიდა, “აპოელი” კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება. “სლოვანის” მომავალი მეტოქე “მიდტიულანდისა” და “ფერენცვაროშის” წყვილში გამოვლინდება. “აპოელი” “რიგასა” და “სანტა კოლომას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალმა, სტუმართა გუნდში კი გურამ […]
15-17 აგვისტოს, დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2024 წლის 15, 16 და 17 აგვისტოს 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის […]
გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩნდა – ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები […]
ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტიორებისთვის GMP და GDP სტანდარტი იანვრიდან ამოქმედდება

მომავალი წლიდან GMP- GDP-სტანდარტის დაკმაყოფილება ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტიორებისთვისაც სავალდებულო ხდება. ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპი სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა. თუმცა პროცესი ეტაპობრივად წარიმართა.ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემისა და ტრანსპორტირების სტანდარტების დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივად წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი განკუთვნილია […]
TikTok-ვიდეოები ჯანმრთელობისთვის საშიშ კვებით ქცევებს ახალისებს – ახალი კვლევა

ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ არასწორი კვებითი ქცევები შესაძლოა სოცქსელების აქტიური მოხმარების შედეგი იყოს. ამასთან, სპეციალისტების დასკვნით, საკმარისია დღეში ჯამში 10 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოების ნახვა, რომ ადამიანის კვებით ქცევებში დარღვევები დაიწყოს. კვლევის შემაშფოთებელი შედეგების შესახებ New York Post წერს. ამასთან, ვიდეორგოლის თემატიკას მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ზუსტად, საკუთარი სხეულის აღქმაზე ნეგატიური გავლენის […]
“სლოვანი” “აპოელს” დაუზავდა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “სლოვანმა” გასვლაზე “აპოელთან” ფრეს მიაღწია – 0:0. პირველი შეხვედრა ბრატისლავურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული და შესარჩევი ტურნირის პლეი-ოფში გავიდა, “აპოელი” კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება. “სლოვანის” მომავალი მეტოქე “მიდტიულანდისა” და “ფერენცვაროშის” წყვილში გამოვლინდება. “აპოელი” “რიგასა” და “სანტა კალომას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალმა, სტუმართა გუნდში კი გურამ […]
„შაჰინი-ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა“ – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ბოლო ვიტიზე. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, მათი ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. „დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის საკითხი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, […]
„ტყვედ ასობით რუსი ჩაგვბარდა, ყველას ჰუმანურად მოვეპყრობით“ – ზელენსკი

კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, უკრაინულ ძალებს ტყვედ ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ამბობს, რომ უკრაინული მხარე ტყვეებ ჰუმანურად მოეპყრობა. „უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაგვბარდა ტყვეთ და ყველა მათგანს ჰუმანურად მოვეპყრობით – ასეთი მოპყრობა მათ თავიანთ, რუსულ ჯარშიც არ ჰქონიათ“, – ციტირებს მას „მედუზა“. ზელენსკიმ აგრეთვე მოუწოდა უკრაინელებს, „ისევე ეფექტურად […]
უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. „უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა. დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს […]
ანა ნაცვლიშვილი – როცა არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არც გინდა და არც შეგიძლია, მაშინ პოულობ გამოსავალს, დააბრალო სხვას, გლობალურ ძალებს, რადიკალებს და მასონებს! – აბა საკუთარ კორუფციას, გულგრილობას, უვიცობას ხომ არ დააბრალებ?

როცა არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არც გინდა და არც შეგიძლია, მაშინ პოულობ ასეთ გამოსავალს – დააბრალო ყველაფერი სხვას, გლობალურ ძალებს, რადიკალებს და მასონებს! , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ სახელმწიფოს არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვისთვის მუშაობს და ვისთვისაა ფუნქციური. „როცა […]