ეროვნული მუზეუმი – ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, ჩატარდა სანიტარული წმენდა – ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, რის შემდეგაც, საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა. მუზეუმის განცხადების თანახმად, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის […]

გენერალი სირსკი: უკრაინა კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ დაწერა თავის ოფიციალურ არხში ტელეგრამზე. მან გამოაქვეყნა სირსკისთან ვიდეოჩართვისას საუბარი, რომლის დროსაც მთავარსარდალმა მას ანგარიში ჩააბარა ფრონტზე არსებული ვითარებისა და კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების წინსვლის შესახებ. „მიუხედავად რთული, ინტენსიური ბრძოლებისა, კურსკის ოლქში ჩვენი […]

ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა – ამერიკის საელჩოს განცხადება

ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის […]

2024 წლის პირველ ნახევარში დუბაი 9,31 მილიონმა ვიზიტორმა მოინახულა – რომელი ქვეყნებიდან ჩავიდა ყველაზე მეტი ტურისტი

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში დუბაიმ 9,31 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 9%-ით მეტია 2023 წლის პირველ ნახევრის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ქალაქს 8,55 მილიონი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქში ტურიზმის დინამიკა ზრდას განაგრძობს, რაზე დაყრდნობითაც, სპეციალისტები დუბაის 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს უწინასწარმეტყველებენ. „როგორც […]

ხვალ, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ფარნავაზ მეფის გამზირის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, თავდადებულის, ქარსელაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, სოფელი ლისის, მხატვრების […]

იტალიურმა კლუბმა 19 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმა

სერია B-ს “კრემონეზემ” 19 წლის ნახევარმცველ დაჩი ლორთქიფანიძეს პირველი კონტრაქტი გაუფორმა. ის კრემონული გუნდის ღირსებას მომავალი სამი წლის განმავლობაში დაიცავს. კლუბის საიტი წერს, რომ გასულ სეზონში ლორთქიფანიძე ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი და მთავარი გმირი იყო და პრიმავერა 1-ში აღზევებაში დაეხმარა. მან მოსამზადებელი ეტაპი პირველ გუნდში მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით გაიარა. transfermarkt-ის მიხედვით დაჩის ფასი 100 ათასი […]

ეროვნული მუზეუმი: გარედან შემოტანილ ექსპონატებზე მწერები აღმოჩნდა, ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, დროებითი ექსპოზიციისას გარედან შეტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩნდა. მუზეუმი ამით ეხმაურება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გალერეაში ექსპონატებზე ბაღლინჯოები აღმოაჩინეს. ეროვნული მუზეუმი ირწმუნება, რომ ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება და რომ ადმინისტრაციამ “დაუყოვნებლივ” გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. “საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში […]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარეში მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან მყვინთავები. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ანა დოლიძე – ქვეყნის მმართველი ბაობაბებს მოათრევს აფრიკიდან და მათ დასტირის, ამ დროს, მის ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ შუქის ფულს ვერ იხდიან

ასეთ ცინიკურ უთანასწორობაში ვცხოვრობთ, გვაქვს სახელმწიფო, სადაც ივანიშვილის სათამაშო ახირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. „სიტყვები არ მყოფნის ზუგდიდის ამბავზე: რა სახელმწიფო გვაქვს ჩვენ? ქვეყნის მმართველი ბაობაბებს მოათრევს აფრიკიდან და მათ დასტირის, ამ დროს, მის ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან იმის გამო, […]

14 აგვისტოს თბილისი(გლდანი)-თიანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2024 წლის 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.