კახეთში პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა, საიდანაც ერთ-ერთს ბრალი სექსუალურ ძალადობაშიც ედება

კახეთის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 […]

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგის გზით მოიძებნოს პრაგმატული გამოსავალი და […]

“ნაპოლი” ჩიხში შედის – სეზონი რამდენიმე დღეში იწყება, “პარტენოპეის” კი ლუკაკუზე კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკეს

Sky Sport-ის ინფორმაციით, “ჩელსიმ” “ნაპოლის” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება დაუბლოკა. “პარტენოპეი” მზაობას გამოთქვამდა 25 მილიონი ევრო ახლავე გაეღო, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ამაზე უარი თქვეს. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” არ ჩქარობენ და უნდათ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გამოიმუშავონ. სამაგიეროდ, საჩქაროდ საქმე “ნაპოლის” აქვს, რომელიც 4 დღეში სერია […]

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთსა და მიმდებარე სოფლებში სამშენებლო პროექტს ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებს ახორციელებს. ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს: ჭალადიდი, ქვემო ქვალოვანი, გოლასკური, ზემო ჭალადიდი, თეკლათი, […]

ტურიზმის ადმინისტრაციაში წელს ₾2 მლნ-ზე მეტის ხელფასები გაიცემა – როგორია ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება?

ტურიზმის ადმინისტრაციაში წელს 2 მლნ ლარზე მეტის ხელფასები გაიცემა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთახმების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოსცა, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდანაა. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები შრომითი ანაზღაურება 2.155 მლნ ლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ამ კონკრეტულ […]

ქართველი მასპინძელი ზანზიბარში მეორე სასტუმროს გახსნას მიმდინარე წელს გეგმავს

ქართველი მასპინძელი, თიკო ჭუბაბრია, რომელიც ზანზიბარში სასტუმრო SeaShore Villa-ს ერთი წელია სათავეში უდგას, სექტემბრიდან კი ახალი, რეზორტის ტიპის სასტუმროს მმართველობაში აღებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს მფლობელმა და მმართველმა, თიკო ჭუბაბრიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი ტურისტული ობიექტის გახსნამდე, საწყის ეტაპზე ახალი რესტორნის, ბარისა და აუზის გაკეთება იგეგმება, რომელსაც ზღვაზე ექნება ხედი. „10 წლიანი გეგმა გვაქვს. […]

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო, აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო, აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. „ბიბისის“ ცნობით, აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 450 ადამიანი. ვირუსი ასევე გავრცელდა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში. მათ შორის ბურუნდიში, ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში, […]

ჯუბო ტურაშვილი – ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი

სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიციირებით მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, […]

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გერმანული მედიის ცნობით, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ყვინთვის ინსტრუქტორია, რომელიც ბოლო დრომდე პოლონეთში ცხოვრობდა. უცნობია, დაბრუნდა […]

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

GWP-ის განცხადების თანახმად, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. საბურთალო, სოფ.დიღომი, დ.აღმაშენებლის ქ. N88 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/13/2024 20:30 დან 8/14/2024 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მესხის, თამარ მეფის, სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, ცაგარელის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ხანძთელის, ჭიაურელის და კვირაცხოველის ქუჩებს. სამგორი, მიხეილ გახოკიძის ქ. N55 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/13/2024 17:35 დან 8/14/2024 […]