კურსკის რეგიონში ხუთი ჩეჩენი მებრძოლი ჩავარდა ტყვედ. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა კვლავ უარყოფს მათ “კადიროველობას”

სპეციალური ძალების ქვედანაყოფ “ახმატის” მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა, რომ “ახმატ-ჩეჩნეთის” პოლკის ხუთი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული ოპერაციის პირველსავე დღეს. მაგრამ, ამასთან, ალაუდინოვმა უარყო ცნობები მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმის ჯარისკაცის დატყვევების შესახებ და განაცხადა, რომ “ჩეჩენი, რომელიც ტყვედ აიყვანეს, აღარ არის კადიროველი.” “კავკაზ.რეალიის” ცნობით, მანამდე უკრაინის მხარეს ტყვედ ჩავარდნილი ჩეჩენი […]
იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც მომდევნო თვეში უნდა ჩატარდეს. ფუმიო კიშიდას მხარდაჭერა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს, კორუფციული სკანდალის ფონზე შემცირდა, რომელშიც მისი პარტიაა გარეული. ამას გარდა, მის პერსონალურ რეიტინგზე გავლენა იქონია გაზრდილმა საცხოვრებელმა ხარჯებმა და იაპონური იენის გაუფასურებამ. „მოახლოებულ არჩევნებში, აუცილებელია, ხალხს ვაჩვენოთ, […]
საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება – SpaceCargo

ლოგისტიკური კომპანია SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერის, თინათინ კობერიძის განცხადებით, საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, აუცილებელია მოთხოვნას წინ უსწრებდეს ხედვები, რათა ბაზარს მომზადებული დახვდე. მისივე შეფასებით, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა უმნიშვნელოვანესია როგორც გადაზიდვების, ისე სავაჭრო სექტორის განვითარებისათვის. “მაგალითად “ინდიგოს” ავიახაზის ფრენების დაწყებამ ხელი შეუწყო ინდოეთთან ცოცხალი ყვავილების, მედიკამენტების, ელექტრონული კომერციის, პირადი ნივთების, მოცვის, […]
ვიდეოკონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ბაზისბანკის მხარდაჭერით იმართება

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეოების კონკურსი – „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ იმართება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის მთავარ მიზანს, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში, ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისება წარმოადგენს. კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური […]
ბათუმში „ბენზეს ხიდის“ გაფართოებას აპირებენ, რომლის დასავიწროებლად 2 წლის წინ 2 მლნ-მდე დაიხარჯა

ბათუმის მერია ქალაქის შესასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ბენზეს ხიდის გაფართოებას აპირებს – ეს ის ხიდია, რომლის რეაბილიტაციაშიც 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, ბათუმელების თქმით, ამან საცობების პრობლემა არათუ ვერ მოაგვარა, არამედ გაამწვავა კიდეც, რადგან ხიდი რაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს. გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს თან ახლავს […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის […]
ფინეთის პრეზიდენტი – უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს

უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული […]
ივანე ჩხაიძე – ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული – გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია

ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული – გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, გავრცელებულია ე.წ. ომიკრონი, რომელსაც კლინიკური მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ […]
უცხოელი ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობა გრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს უმასპინძლა. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტების რეკლამირება 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში განხორციელდა. „აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონში ცნობილი აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. ისინი […]
საბერძნეთი ხანძარს ებრძვის – დაკვამლიანების გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ათენის გარეუბანში გაჩენილი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს უახლოვდება და საფრთხეს უქმნის. ხანძარმა უკვე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკვამლიანების გამო ათეულობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება „უკიდურესად რთულია“. ამ დრომდე სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს. ეპიცენტრში მობილიზებულია 700-ზე მეტი მეხანძრე და მოხალისე, 200-მდე სახანძრო ავტომობილი და 35 […]