კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ამასთან, განმარტავენ, რომ ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და […]

ჯოზეფ ბორელი კურსკზე: EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ესაუბრა და კურსკის კონტრშეტევა განიხილა. ჯოზეფ ბორელმა დმიტრო კულებას უთხრა, რომ ევროკავშირი უკრაინელი ხალხის ბრძოლას სრულად უჭერს მხარს. “დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლაში. პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია, დაიხიოს უკან, […]

კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას გეგმავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე ვადით იყაროს კენჭი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) ხელმძღვანელის არჩევნებში. ხოლო სექტემბერში გამართული არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. კიშიდას მხარდაჭერა მკვეთრად დაეცა მისი პარტიის გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალის, ცხოვრების ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის – იენის ვარდნის გამო. გასულ თვეში კიშიდას მხარდაჭერის რეიტინგი 15,5 პროცენტამდე დაეცა, […]

ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი, კურსკის ოლქში რუსეთ-უკრაინის ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება – „ევროაქტივი“

უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ინტენსიურ ბრძოლებს მილსადენთან, რომლითაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს გაზით ამარაგებს, მიწოდების პროცესი არ შეუფერხებია. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის კომპანიები ავრცელებენ. 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, რის შედეგადაც ავსტრია ევროკავშირის ის ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსეთისგან მიწოდებაზე. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე სახის წნევის […]

იმერეთში, საჯარო მოხელეებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს

იმერეთში, ბოლო ექვს თვეში საჯარო მოხელეებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს. ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან „მთავარმა არხმა“ გამოითხოვა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა კანონი დაარღვია და გახარჯული საწვავის რაოდენობის შესახებ მონაცემი არ მიაწოდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით, საჯარო მოხელეების მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობა ასეთია: · წყალტუბო – 11 539 ლიტრი საწვავი, 30 434 ლარი; · ბაღდათი – 26 […]

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, და დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ამასთან, მომსახურების სააგენტოს მიერ ასევე გაიცემა „საგზაო მოძრაობის […]

CNN- ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, სრეტა ტავისინმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც თავის კაბინეტში თანამდებობაზე წარსულში ნასამართლევი ყოფილი ადვოკატი დანიშნა. პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადაყენებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა. ცნობისთვის, გასულ კვირას ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პოპულარული პროგრესული პარტია […]

ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

ყოვლადუწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა, დალოცა, წარმატებები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უსურვა და უთხრა, რომ უნდა ეამაყებოდეთ ქართველობა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ყოვლადუწმინდესთან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელების […]

ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში

ექსპოზიციას გალერეის ორი სართული ეთმობა, ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა ერთ მთლიანობას ქმნის და დამთვალიერებელს მხატვრის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ემოციას თუ კითხვებს აჩენს. პირველი სართულის გალერეაში წარმოდგენილიასხვადასხვა დროს შექმნილი სკულპტურები და ინსტალაცია, ხოლო მეორე სართულზე მის მიერ 1998 წელს შექმნილი ნამუშევარი – ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”, მიძღვნილი მისი შვილისთვის, […]

“შემოიჭრნენ ყვირილით: “რუსები მოდიან… ჩვენი დრო მოვიდა” – რას წერს გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა: აგვისტოა… 2008 წელი. ქართულმა ჯარმა უკან დაიხია. რუსი გენერალი ულტიმატუმით უკვე ზუგდიდშია. ჩვენი შტაბი 24სთ.რეჟიმში მუშაობს. მთავარი ამოცანაა-საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვა, კოლაბორაციონიზმის გამოვლენა და არდაშვება, საწვავის და პროდუქტების დეფიციტის პრევენცია, ფასებზე კონტროლი და ა.შ… მოდის ძალოვანი სტრუქრურის წარმომადგენელი და გვაფრთხილებს: ყველაფერი დამთავრდა,რუსები ამ საღამოს წალენჯიხაში შემოვლენ და ჯობია თავი გაარიდოთო…. მე და […]