ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი – ტარიფები ცნობილია

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მიიღო. მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, […]
რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, ჩატარდა სანიტარული წმენდა – ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების შესაძლო დაზიანების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს. მუზეუმი განმარტავს, რომ მწერების მიერ ნამუშევრების დაზიანების საფრთხე დაუყოვნებლივ განეიტრალდა და ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან უმასპინძლებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება. […]
ის რაც ხდება დავით გარეჯში, უკვე აღარაფერს ჰგავს..არქეოლოგიური გათხრებიც დაუწყიათ – რას წერს შალვა ნათელაშვილი

ქვეყანაში ყველაფერი ჩვენი სათქმელია,მე უნდა გავილანძღო,მტრები შევიძინო და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოსთვის ყველაფერი უნდა ავიტანოთ და ავიტანთ კიდეც. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებსს: ახლა,ნამდვილად არ მინდა, ჩვენს მეზობლებს, გავუძლიერო შეხედულება,რომ მათ წინააღმდეგ რამე მამოძრავებს ,მაგრამ ის რაც ხდება დავით გარეჯში, უკვე აღარაფერს გავს.მეზობელი ქვეყნის მთავრობამ, არა […]
გარემოს სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო უფლება გასცა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებისთვის საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვა მისცა. სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა ბრძანება დღეს, 14 აგვისტოს, გამოსცა. პროექტის ინვესტორი „ამბასადორი“ ჯგუფია, რომელსაც სურს ბათუმში, რკინიგზის სადგურთან, შავი ზღვის აკვატორიაში, ხელოვნური კუნძული ააშენოს. ინვესტიციის საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის […]
“შედეგები პროექტის უსაფრთხოებას ადასტურებს” – რას გეგმავს “ამბასადორი ბათუმი აილენდი”?

სამჯერ შეჩერების შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდიში” აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ადასტურებს პროექტის სრულ უსაფრთხოებას და რეგულაციებთან შესაბამისობას. კომპანიის განცხადებით, პროექტს არ ექნება ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის შპს „ტერმინალ 1“-ის ტერმინალზე. აღსანიშნავია, რომ […]
ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი – ტარიფები ცნობილია

კერძო სექტორი ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობას სექტემბრიდან შეძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მიიღო. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებები შეცვლის CFD აუქციონებს, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა.
ირაკლი ნადირაძე – 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, ხალხის პრობლემებს მოაგვარებს

26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე „დაჯდომა“ და 2008 წლის ომზე საუბარი სურს. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული […]
დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქალს ინტიმური შინაარსის ინფორმაცია გაუვრცელა – საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თურქეთის მოქალაქე კაცი, რომელსაც სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ედება ბრალად. უწყების ცნობით, მან უკანონოდ მოიპოვა პარტნიორი ქალის სქესობრივი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მას შემდეგ, რაც ქალმა ურთიერთობის შეწყვეტა მოინდომა, კაცი ფარულად მოპოვებული მასალების გასაჯაროებით აშანტაჟებდა. უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით, კაცმა ქალის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ატვირთა […]
პარიზის ოლიმპიადის მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდა ტოკიოს ოლიმპიადის მაჩვენებელს

Comcast-ის ამერიკული მედიასაშუალებებით, პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ყოველდღიურად საშუალოდ 30.6 მილიონი ადამიანი უყურებდა. შედეგად, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებს, ტოკიოს 2020 წლის ღონისძიებასთან შედარებით, ყოველდღიურად, ამერიკულ პლატფორმებზე 82%-ით მეტი მაყურებელი ჰყავდა. ამ მონაცემებში შედის NBC-ის სამაუწყებლო ქსელი, საკაბელო არხები, როგორიცაა USA და Peacock-ის სტრიმინგის სერვისი. NBC Sports-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კვირას, ზაფხულის თამაშების დახურვის ცერემონიალს 20.8 მილიონი […]
კახეთის პოლიციამ 23 წლის ქალის გატაცების საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა 28 ივლისს სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალის გატაცების საქმეზე. გამოძიება ერთ-ერთ მათგანს, 26 წლის კაცს, გაუპატიურებას ედავება, დანარჩენ ოთხს – თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთას. “გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: […]