ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის

ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის „ლევანტეს“ პრესსამსახურმა, კერძოდ კი, ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ხავიმ განცხადება გაავრცელა, რომ ესპანური კლუბის წარმოამდგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ. „თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და „ლევანტე“ საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად! გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს 2006-2011 წლებში დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი […]

ჯეიმს ო’ბრაიენი შეხვედრებს მართავს კიევში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი, კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი იტყობინება ტელეგრამში. ო’ბრაიენი უკრაინის დედაქალაქში 13 აგვისტოს ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. „აქ, უკრაინაში, მისი ყოფნა გზავნის ძლიერ სიგნალს: უკრაინის […]

ბანკი „ქართუს“ დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შეწირა

ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შეწირა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე. 1 აგვისტოს მასსავით პარტიას თანხა შეწირეს: გიორგი ჩაკვეტაძემ, მადონა მამაცაშვილი-გაგნიძე, მანანა ნადირაძე და მამუკა ფარტენაძე. 2012 წლის შემდეგ ნატო ხაინდრავა „ქართულ ოცნებას“ ყოველწლიურად წირავს თანხას. გამონაკლისი იყო 2015 და 2018 წლები. 2018 წელს მან თანხა პარტიის […]

ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს

“ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი – ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება!” – წერს მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია. ჯეიმი […]

დავით კირკიტაძე – ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება” დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა

ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება” დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ OOCRP-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი საზოგადოებას ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უმალავენ. „ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის, თიანეთისა და სოფელ დიღმის აბონენტებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის […]

საფრანგეთში, Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

საფრანგეთში, Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, მერთი და მოზელის დეპარტამენტში მოხდა. მედიის ცნობით, ერთი მფრინავი, რომელმაც კატაპულტირება მოახდინა, ნაპოვნია. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა. როგორც ცნობილია, მფრინავების სამძებრო სამუშაოებში დეპარტამენტის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ეროვნული სატყეო დეპარტამენტი და პოლიციაა ჩართული.

“უკრაინელებს საკმაო ძალა ყავს, მეორე ეშელონში 8-10 ბრიგადაა საჭირო, შეტევის მე-2 ფაზის დასაწყებად” – თავდგირიძე

კურსკში, უკრაინელებს დამატებითი ქვედანაყოფები შეყავთ (ამატებენ). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კურსკის მიმართულება ოპერატიული თვალსაზრისით პერსპექტიულია. რუსებს ჯერ კიდე აქვთ 5-6 დღე სიტუაციის გადასარჩენად. შემდეგ ყველა მანევრი დაგვიანებული იქნება. კურსკის მაშტაბით სამოქმედოთ, უკრაინელებს საკმაო ძალა ყავს, აი შექმნილი პერსპექტივის (ოპერატიული სივრცეების ასათვისებლად) გამოსაყენებლად, მეორე ეშელონში 8-10 ბრიგადაა საჭირო, შეტევის მე-2 ფაზის დასაწყებად. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ძალა […]

“ქოცო, აიტაცე” – მიშა მშვილდაძე

კურსკში შეიტყუეს უკრაინა და ტყვეებად ბარდებიან მასობრივად სპეციალურად – რომ დატყვევებულმა რუსმა სამხედროებმა მერე უკრაინის ტერიტორიაზე მოუწყონ ბუნტი და სამ დღეში აიღონ კიევი. ქოცო, აიტაცე.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და სკუტ სკუტის ორგანიზებით „სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიები აცხადებენ, „სკუტერის დღეები“არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას ორბორბლიან […]