“ბარსელონამ” შესაძლოა, 35 წლის ივან პერიშიჩი დაიმატოს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” 35 წლის ხორვატი ნახევარმცველის ივან პერიშიჩის დამატებას აპირებს. ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად სამშობლოში “ჰაიდუკის” რიგებში ირიცხება. ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დისციპლინის დარღვევის გამო ვარჯიშიდან მოკვეთა და სავარაუდოდ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტსაც გაუწყვეტენ. პერეშიჩი “ბლაუგრანას” სავარაუდოდ, უფასოდ მიაშურებს და მისი დამატება “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის ინიციატივა ყოფილა. ის ხორვატ ფეხბურთელს […]

ამბავი განსაკუთრებული დაძმობის შესახებ – ნინო და ილიკო სუხიშვილების ცხოვრების საინტერესო მომენტები – Marao

ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან. ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს “არანორმალურებსაც” უწოდებენ. “არასდროს დაუძალებიათ, – უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, […]

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი, სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად – ცემენტი და ბლოკი გადაეცემათ. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს გადაეცემა. […]

UBS-მა მეორე კვარტალში პროგნოზებზე ორჯერ მეტი წმინდა მოგება მიიღო

UBS-მა მეორე კვარტალში პროგნოზებზე ორჯერ მეტი წმინდა მოგება მიიღო UBS Group AG–მ, გლობალურმა ლიდერმა მდიდარი კლიენტების აქტივების მართვაში, მეორე კვარტალში დააფიქსირა წმინდა მოგება იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ. კერძოდ, მაჩვენებელმა შეადგინა 1,14 მილიარდი დოლარი, ხოლო ექსპერტების კონსენსუს პროგნოზი 528 მილიონი დოლარი იყო. ვრცლად interfax

უკრაინა: კურსკის ოლქში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ავიყვანეთ ტყვედ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 1-2 კილომეტრით წინ წაიწიეს და დილის მერე, 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევეს. “მიმდინარე დღის დასაწყისში ჯარებმა გარკვეული მიმართულებით (კურსკის ოლქში) წინ წაიწიეს 1-დან 2 კილომეტრამდე. დასრულდა მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება სუჯის დასახლებულ პუნქტში. მიმდინარე დღის დასაწყისში ტყვედ ავიყვანეთ […]

გენერალი სირსკი: სუჯაში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დღეს, 14 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რუსეთის ქვედანაყოფები გაანადგურეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში. გენერალ-პოლკოვნიკმა სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ სუჯაში „დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება”. მთავარსარდლის თანახმად, 14 აგვისტოს დადგომიდან უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევს და ცალკეული მიმართულებებით წინ წაიწიეს 1-2 კილომეტრით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს […]

ფრანგული ვოიაჟი – მორაგბე დავით ნინიაშვილისა და მოდელი ლინდა ინაშვილის რომანტიკული კადრები – Marao

ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი და მისი რჩეული ლინდა ინაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული წყვილია. დავითი წარმატებული სპორტსმენია, ლინდა კი look models-ის მოდელია. ლინდა ინაშვილი და დათუნა ნინიაშვილი 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნნენ. დათუნასა და ლინდას ულამაზესი წყვილი დიდი სიყვარულით სარგებლობს, მათი ნიშნობის ფოტოები კი ვირუსულად ვრცელდებოდა. მუხლზე დაჩოქილი დათუნასა და უმშვენიერესი ლინდას კადრებს შეხვდებოდით […]

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების ფასი – გაყიდვის ადგილი და დრო

7 სექტემბრის საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები […]

ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე მსჯავრდებული თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროსგან ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ. „ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ენტეროვირუსით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან „ვივამედში“. ჩემი ინფორმაციით, 15 პატიმარია გადაყვანილი, თუმცა არ გამოვრიცხავ მეტი […]

პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, – ამის შესახებ პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ანა ადამიაკმა განაცხადა. „მამაკაცმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი ივლისის დასაწყისში გადაკვეთა“, – განაცხადა ანა ადამიაკმა. პოლონეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქმეზე გერმანული მხარის მიერ გაცემული დაკავების ორდერი მიიღეს, თუმცა ეჭვმიტანილი მის სავარაუდო საცხოვრებელ ადგილას ვერ იპოვეს. შეგახსენებთ, დღეს, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია […]