აზერბაიჯანში ოპოზიციური საინფორმაციო პორტალის დამფუძნებელი დააკავეს

“Oxu.az-ის” ინფორმაციით, ბაქოში პოლიციამ საინფორმაციო პორტალ Az24saat.org-ის დამფუძნებელი ვუგარ გურდგანლი დააკავა. ის ეჭვმიტანილია თაღლითურ ქმედებებში მოქალაქეების ნდობის ბოროტად გამოყენების გზით. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დაპირებების მიცემით, გურდგანლიმ თაღლითურად მიითვისა 100 ათას აზერბაიჯანულ მანათზე მეტი რაოდენობის თანხა. Media.az-ის ინფორმაციით, გურდგანლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა და ამჟამად დაკავებულია. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, […]

ენტეროვირუსის ნიშნებით კლინიკა “ვივამედში” იმყოფება ქუთაისის ციხიდან გადაყვანილი რვა პაციენტი

ენტეროვირუსის ნიშნებით პატიმრების ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა “ვივამედში”, გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებენ ტელეკომპანიები “მთავარი არხი” და “ფორმულა”. “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დილის მონაცემებით, კლინიკაში იმყოფება ქუთაისიდან გადაყვანილი რვა პატიმარი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ელოდებიან ანალიზების პასუხებს. “გუშინაც, დღესაც შემოვიდნენ პატიმარი პაციენტები და მათ შორის არიან […]

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას უფლება აქვს, სამხედრო ოპერაცია გაატაროს კურსკის ოლქში

უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას და, შესაბამისად, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს რუსეთის კურსკის ოლქში, განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე. „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო აგრესია დაიწყო თითქმის სამი წლის წინ. ისინი ყოველდღე ესხმიან თავს უკრაინის მოსახლეობას, ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი და ნათელია, რომ მათ […]

“ეს ახალი თაობის ხანშიშესული ქართული ოცნების სპიკერები მაინც განსაკუთრებული ხალხია…” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: მჯერა, რომ ქადაგიშვილს ქოლ-ცენტრების სალაროსთან ახლოსაც არ გაუვლია და არც მისი არსებობის შესახებ იცის არაფერი… ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც რეალური დამნაშავე “სასარგებლო იდიოტებს” იყენებს საკუთარი ქმედებების “გასაპრავებლად”. არა რა, ეს ახალი თაობის ხანშიშესული ქართული ოცნების სპიკერები მაინც განსაკუთრებული ხალხია…

„ლივერპული“ მამარდაშვილის ფსონს €35 მილიონამდე ზრდის, თუმცა „ვალენსია” €40 მლნ-ს ითხოვს – MARCA

„ლივერპული“ მამარდაშვილის ფსონს €35 მილიონამდე ზრდის, თუმცა „ვალენსია” €40 მლნ-ს ითხოვს – MARCA „ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილის შესაძენად 35 მილიონ ევრომდე გაზარდა შეთავაზება „ვალენსიას“ მისამართით, სადაც ქართველი მეკარე ამ დროისთვის თამაშობს. გადაწყვეტილება ახლა „ვალენსიას“ მფლობელმა, სინგაპურელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა MARCA ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის დასათმობად 40 […]

გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა

გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გერმანული მედიის ცნობით, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა. ჟურნალისტების […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9676 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9458 ლარს შეადგენდა. […]

N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლნენ

ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლნენ. ადვოკატები, ფორმულას უყვებიან რომ საუბარია 15 პატიმარზე. მათ ენტეროვირუსის სიმპტომები აქვთ და ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს. წყარო – ფორმულა

“Levante“ საქართველოში ახალი ტალანტების ძებნას იწყებს

ესპანური საფეხბურთო კლუბი “Levante“ ახალი ტალანტების შესარჩევად საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ესპანური კლუბის ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფეხბურთელი მიჩნევს, რომ საწვრთნელი ბანაკი, სადაც 10 საუკეთესო ბავშვი მოხვდება, საუკეთესო საშუალებაა მომავალი ფეხბურთელების ჩამოყალიბებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში ლევანტეს საწვრთნელი ბანაკის შესახებ. 19-20 აგვისტოს ლევანტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დიდი დიღმის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9676 ლარია. […]