ირანში ვეტერანი უფლებადამცველი ციხეში დაიბარეს გუტერეშისადმი წერილის ხელმოწერისთვის

ირანის ხელისუფლებამ უწყება გასცა ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადვოკატის, 76 წლის მოჰამად სეიფზადეს ხელახლა დაპატიმრებაზე. მას აპატიმრებენ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, განაცხადა 14 აგვისტოს ირანის ადამიანის უფლებების ცენტრმა. სეიფზადე რამდენიმე დღის წინ გამოიძახეს თეირანის ავადსახსენებელ ციხე ევინში და წაუყენეს ბრალდება – „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდა“ და „სიცრუის პუბლიკაცია“. მიზეზია ის, რომ სეიფზადე ერთ-ერთია 45 ირანელ აქტივისტს შორის, […]

საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება – SpaceCargo

საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება – SpaceCargo ლოგისტიკური კომპანია SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერის, თინათინ კობერიძის განცხადებით, საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, აუცილებელია მოთხოვნას წინ უსწრებდეს ხედვები, რათა ბაზარს მომზადებული დახვდე. მისივე შეფასებით, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა უმნიშვნელოვანესია როგორც გადაზიდვების, ისე სავაჭრო სექტორის განვითარებისათვის. „მაგალითად „ინდიგოს” ავიახაზის ფრენების დაწყებამ ხელი შეუწყო ინდოეთთან ცოცხალი […]

მიმოქცევაში 2024 წელს გამოშვებული 100-ლარიანები ჩაეშვა

მიმოქცევაში 2024 წელს გამოშვებული 100-ლარიანები ჩაეშვა დღეიდან ნათელა თურნავას ხელმოწერით მიმოქცევაში ახალი 100-ლარიანები გაეშვება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი 13 აგვისტოთი დათარიღებული სებ-ის საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების დიზაინის და სხვა მახასიათებლების იდენტური იქნება და გამოშვების წლად 2024 მიეთითება. […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს

უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ BBC-სთან საუბარში განაცხადა. ბრაჟეს თქმით, უკრაინას აქვს რუსეთში შესვლის უფლება, ისევე როგორც ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ეს უკრაინული იარაღია” და აღნიშნა, რომ “ნატო-ს ქვეყნებში სამართლის ექსპერტებს შორის კონსლუტაციებმა” დაადგინა, […]

საკონსტიტუციოს თანამშრომელს, რომელიც ამბობდა, რომ უკანონოდ დააკავეს, მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, თორნიკე ობოლაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიციამ უკანონოდ დააკავა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თორნიკე ობოლაშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ჯერ არ იცნობს, ამიტომ ვერ საუბრობს, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ცნეს იგი სამართალდამრღვევად. “რაც გადამხდა, […]

ჯეიმს ო’ბრაიენი კიევს სტუმრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი 14 აგვისტოს კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრი იერმაკს შეხვდა, წერს პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი “ტელეგრამზე”. ო’ბრაიენი უკრაინის დედაქალაქში 13 აგვისტოს ჩავიდა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. „მისი აქ ყოფნა გზავნის ძლიერ მესიჯს: შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია“, – […]

კიევი კურსკში “ბუფერულ ზონის” და საევაკუაციო დერეფნების მოწყობას გეგმავს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ჰუმანიტარული ვითარება და სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის შესაძლებლობის საკითხი განიხილა. კიევის ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს თქვეს, რომ უკრაინა ე.წ. ბუფერულ ზონას შექმნის კურსკის რეგიონში და აპირებს ჰუმანიტარული დახმარებისა და ევაკუაციისთვის, შესაბამისი უსაფრთხო კორიდორები შექმნას იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსეთში შესვლა ან მისი დატოვება ენდომება. უკრაინის სამხედრო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე 6 […]

Mars-ი $30 მილიარდად Kellanova-ს შეისყიდის – Reuters

Mars-ი $30 მილიარდად Kellanova-ს შეისყიდის – Reuters Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, Snickers-ის და M&M’s-ის მწარმოებელი Mars-ი Pringles-ის მწარმოებელ Kellanova-ს $30 მილიარდად შეისყიდის. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, Mars-ი თითოეულ აქციაში Kellanova-ს $83.50-ს გადაუხდის, შეთანხმება კი რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება. პოტენციურ შეთანხმებაზე ინფორმაციის გავრცელების დღეს, Mars-ის შეთავაზება Kellanova-ს საბაზრო კაპიტალიზაციას 33%-ით აღემატებოდა. დღეს კი სავაჭრო დღის დაწყებამდე საფონდო ბირჟაზე […]

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა განმეორებით აუქციონზე იყიდება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა განმეორებით აუქციონზე იყიდება თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე კიდევ ერთხელ, 6 650 000 ლარად იყიდება. ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული […]

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. ერთა ლიგის ბ1 ჯგუფის პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და […]