ოცნება 59.3%–ით და 107 მანდატით – იმედის დაკვეთით, GORBI–ს კვლევა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?, – გორბის მტკცებით, მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 59.3% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1% კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8% კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5% „საქართველოსთვის“ 4.8% […]

“ორსანტიას შევესიეთ ნაცები” – ანა წითლიძე

დეპუტატი, ანა წითლიძე: ორსანტიას შევესიეთ ნაცები, მიშას მიმართვა სამეგრელოს, მეგრული ენის განვითარებაზე ჩავიტანეთ. ხალხი ჭკვიანია მშვენივრად ხვდება ღალატს და სწორ არჩევანს აკეთებს. რინა მარგალურ ნინას

პოლონეთმა “ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი მიიღო, თუმცა მან ქვეყანა დატოვა

პოლონეთმა, ბერლინისგან, 2022 წელს “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი მიიღო. პოლონეთის პროკურატურის თქმით, ეჭვმიტანილი ვოლოდიმირ ზ., რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანაში აღარ იმყოფება. პოლონელი პტოკურორები ამბობენ, რომ გერმანიას ის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეყვანილი არ ჰყავდა, შესაბამისად, მან ქვეყნის დატოვება მოახერხა. მილიარდობით დოლარის ღირებულების პროექტების – “ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2” – მილსადენები ბალტიის […]

“ყველაფერში ბიძინაა – ეს საძაგლები დაეტაკნენ ქალს, რომელსაც ორი შვილი დაეწვა, ეს რუსი გარეწრები” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია: ერთხელ სადღაც ვთქვი და გავიმეორებ. ბიძინას რუსული რეჟიმის ხელში ნამდვილი სიკვდილი ფიზიკურად სიკვდილის მერე იწყება, როცა ხელისუფლება მიცვალებულებისა და ჭირისუფლების წინააღმდეგ ყველაფერს იკადრებს. ყველაფერში ბიძინაა. როგორც ერთხელ მისმა მონამ მოგვახსენა, ბალახშიც კი ბიძინაა. იმ სუსის არარაობა ,,ექსპერტის” სტატუსშიც ბიძინაა. ბიძინას მორალით დაიწერა და ამას დაევალა გამოქვეყნება. ეგეთია ყველა, ვინც მაგ რეჟიმს ემსახურება, […]

პენიტენციური სამსახური – ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომებს – ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდებულთა მდგომარეობას, რომელთაც ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის […]

რუსეთი გავიდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციიდან

რუსეთი გავიდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციიდან. 1 აგვისტოდან შეჩერებულია რუსეთის მონაწილეობა კონვენციაში, თუმცა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეტყობინება ოფიციალურ იურიდიულ პორტალზე მხოლოდ ამ ოთხშაბათს გამოქვეყნდა. რუსეთმა კონვენციას 1996 წელს მოაწერა ხელი. მას ასევე ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა ანდორისა, მონაკოსა, თურქეთისა და საფრანგეთისა. ბელგიამ, საბერძნეთმა, ისლანდიამ და […]

Air New Zealand არ აპირებს 2030 წლისთვის გამონაბოლქვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს

Air New Zealand არ აპირებს 2030 წლისთვის გამონაბოლქვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს Air New Zealand გახდა პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელიც არ აპირებს 2030 წლისთვის გამონაბოლქვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს. მიზეზი ის არის, რომ ძნელია თვითმფრინავების „მწვანე“ საწვავით უზრუნველყოფა. მდგრადი საწვავი (SAF) უფრო მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი საწვავი. გარდა ამისა, არ არის საკმარისი სიმძლავრე მისი ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის. მიუხედავად […]

სერბეთი მადლობას უხდის რუსეთს ანტისამთავრობო მიტინგების შესახებ გაფრთხილებისთვის

სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდარ ვულინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან ერთად, სერბეთის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მოსკოვში ამ თემაზე გამართული განხილვისას მათ სერბეთში “გარე ძალების ჩარევაზე იმსჯელეს”, – განაცხადა 13 აგვისტოს სერბეთის მთავრობამ. ვულინმა მადლობა გადაუხადა რუსეთის უშიშროების სააგენტოებს იმისთვის, რომ მათ “გააფრთხილეს სერბეთის ხელმძღვანელობა მასობრივი არეულობისა და გადატრიალების მცდელობის სამზადისზე“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ […]

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში ბუფერული ზონა შექმნეს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ პირად “ტელეგრამ” არხზე წერს. “შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, რომელზეც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა […]

ქუთაისის მერია – ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პეტრიწის ქუჩის მეორე შესახვევში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გზა დაიფარება ბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე , ბორდიური და ტროტუარი. პროექტი რგპ ფონდმა 1 764 999 ლარით დააფინანსა. რეგიონული […]