შეირჩევა ათი ფეხბურთელი, რომელიც „ლევანტეს“ პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში მიიღებს მონაწილეობას – გიორგი ქოჩორაშვილი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ლევანტეს“ წარმოამდგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ. ამ ამბავს გამოეხმაურა „ლევანტეს“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც ქართულ-ესპანური პროექტის დეტალების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში „ლევანტეს“ საწვრთნელი ბანაკის შესახებ. 19-20 აგვისტოს „ლევანტე“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, […]

კობახიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება კობახიძემ დღეს გამოსცა. ჯანგულაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.

რუსეთი გავიდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციიდან

რუსეთი გავიდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციიდან რუსეთი გავიდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციიდან. 1 აგვისტოდან შეჩერებულია რუსეთის მონაწილეობა კონვენციაში, თუმცა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეტყობინება ოფიციალურ იურიდიულ პორტალზე მხოლოდ ამ ოთხშაბათს გამოქვეყნდა. რუსეთმა კონვენციას 1996 წელს მოაწერა ხელი. მას ასევე ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა ანდორისა, […]

ჯაფარიძე: ლარსთან $2.5 მლნ-იანი აპარატურა აგდია უპატრონოდ, რადგან აშშ-მა შეგვიჩერა დახმარება

კოალიცია ერთიანობის წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. “2 საათის წინ გავიგე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი დახმარება ყოფილა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სადაც საბაჟოც არის, ისეთი აპარატის დამონტაჟება, რომელიც შეძლებს, შეამოწმოს, მათ შორის, […]

“თქვენი ამომრჩევლები, 200 ოჯახი, ავივსეთ ფეკალიებით”; “თქვენი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვერ გავიგე…” – “ოცნების” მომხრეთა წერილები მერს

ბატონო კახი თქვენი ამომრჩევლები – 200 ოჯახი გაბაშვილის 11 ითხოვს დახმარებას მდ ვერე აივსო 200 ოჯახის ფეკალიებით. დაზიანებულია კორპუსის ტუმბო რამოდენიმე თვეა დაბინძურდა ვერე.ვაკის პოლიციასთან ვერ გაივლით ისეთი სუნი დგება პერიოდულად. დაეხმარეთ მდ ვერე გასაცოდავებულ დღეშია. უამრავი კორპუსები შველას ითხოვს ჩაუბარებელ ბინაში დაევალა X2 კომპანიას გაკეთება რადგან 12 სართულს ვერ ემსახურება ტუმბო. არასწორად გააკეთა კომპანიამ. […]

“ჩემი ვალი დამიბრუნეთ, ბატონო ბიძინა… კიბო გამიჩინეთ… თქვენი პარტიის წევრი ვარ… ასეთი ფული ოჯახში როგორ შეგაქვთ” – წერილი ივანიშვილს

სოციალურ ქსელში, გვერდზე, Bidzina Ivanishvili & Media, რეზო შავლიძე, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ქალაქ ბათუმის მერის თანამშრომელია, წერს: ჯერ ვალი გადაიხადე და მერე ქველმოქმედება. ბატონო ბიძინა მე ვარ თქვენი პარტის წევრი 2011 წლიდან დღემდე და არც ვაპირებ სხვა პარტიაში გადახტომას, ჩემი ვალი დამიბრუნე თუ არ იცი რა ვალზეა საუბარი მოიკითხე კარგად და გეტყვიან, თუ არ […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს

უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ BBC-სთან საუბარში განაცხადა. ბრაჟეს თქმით, უკრაინას აქვს რუსეთში შესვლის უფლება, ისევე როგორც ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ეს უკრაინული იარაღია” და აღნიშნა, რომ “ნატო-ს ქვეყნებში სამართლის ექსპერტებს შორის კონსლუტაციებმა” დაადგინა, […]

GORBI – საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ – 13.1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13.1%; კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ – 5.8%; კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ – 5.5%; […]

რა ბედი ელის ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით მიწოდებას?

„სახელმწიფო სახელმწიფოში“ წლების განმავლობაში ასე რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მოიხსენიებდნენ, რომელიც გაზის გლობალური მარაგების 16% ფლობს და ნახევარი მილიონი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა, კომპანია მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ 2023 წელს რუსულმა „გაზპრომმა“ 629 მილიარდი რუბლით იზარალა. დღეს, მაშინ როცა რუსეთის […]

16 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

16 აგვისტოს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „თელასში“ ამას „სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებით“ ხსნიან. კომპანიის განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ შემდეგ ქუჩებს: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის, დიდგორის, სხვიტორის, აბაშვილის, შალვა ტრაპაიძის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს […]