კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქში შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა სოფელ გლუშკოვოს მაცხოვრებლებისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. „მედუზას“ ცნობით, ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ევაკუაციის კოორდინაციას განახორციელებენ ძალოვნები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის ცენტრ „პატრიოტის“ წარმომადგენლებით. გლუშკოვო ამავე სახელის რაიონის ცენტრია. რაიონი უკრაინას ესაზღვრება. სოფელს საზღვრიდან სულ რაღაც შვიდი კილომეტრი აშორებს. უკრაინა უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის […]
საქართველომ და აზერბაიჯანმა მარაბდა-კარწახის რკინიგზის სამართავად ერთობლივი კომპანია შექმნეს

საქართველო-აზერბაიჯანმა მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის სამართავად ერთობლივი კომპანია შექმნეს. ინფორმაციას BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ცნობით, კომპანიამ ერთობლივი საწარმო ქართულ BTKI Railways-თან ერთად დააარსა. ერთობლივი კომპანია მარაბდა-კარწახის ინფრასტრუქტურის მართვას ჩაიბარებს, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და ამ ხაზით სარკინიგზო გადაზიდვებს მოიცავს. „კომპანიის ფარგლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა რეგიონალური სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებისკენ იქნება […]
რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა – ამის შესახებ ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ამკრძალავი ზომა მარტიდან 31 აგვისტომდე იყო შემოღებული, მაგრამ მაის-ივლისში ღონისძიება შეჩერდა საწვავის ბაზრის გაჯერების გამო. „2024 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში კვლავ იმოქმედებს ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა. ამის მთავარი მიზეზია, შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა სანავთობო ბაზარზე მაღალი […]
საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში იმსჯელეს

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და საქართველოში ოკუპაციასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაში, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელჩი ფრანჩესკა გატი, ასევე დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იაპონიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია, […]
„გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას კურსკის ოლქში და მიმდინარეობს სტრატეგიული მიზნის მიღწევა. კონკრეტულად რა მიზანი აქვს კიევს, ამ ეტაპზე უცნობია. „დღეს კარგიდან გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში, ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. საკმაოდ შევავსეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის [ტყვეთა] გაცვლის ფონდი. ჩავატარე თათბირი მთავრობის წევრებთან, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩვენი სამხედროების მხარდაჭერის საკითხზე. მნიშვნელოვანია, […]
მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის […]
უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში ბუფერული ზონა შექმნეს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ პირად “ტელეგრამ” არხზე წერს. “შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, რომელზეც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს […]
შესნიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

“იუვენტუსმა” და პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ გაისამდე მოქმედი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. 34 წლის შესნიმ 7 სეზონის განმავლობაში 252 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ თუ შესნიმ სასურველი შეთავაზება არ მიიღო, შეიძლება კარიერა დაასრულოს. მისი სამსახურით “ალ ნასრი” და “მონცა” არიან დაინტერესებული.
ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის რეგიონში დღეს კარგი წინსვლაა, ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში – ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა],” – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ქმედებების […]
ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული – ივანე ჩხაიძე

ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული – გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, გავრცელებულია ე.წ. ომიკრონი, რომელსაც კლინიკური მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ […]