3 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1200 ადამიანიდან, 828 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ( აპრილი, მაისი, ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1200 პირი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1174 კაცია, საიდანაც 821-ს დადებით შედეგი ჰქონდა. ხოლო 26 ქალიდან, ნარკოტიკული თრობა 7-ს დაუდასტურდა. მიმდინარე […]

საქართველო – ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

საფრანგეთში, ავიაგამანადგურებლების შეჯახების შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა

საფრანგეთში, ავიაგამანადგურებლების შეჯახების შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს. „სამწუხაროდ, Rafale-ს სასწავლო ფრენის დროს, ავიაკატასტროფაში კაპიტან სებასტიან მაბირესა და ლეიტენანტ მეტის ლორენსის დაღუპვის შესახებ შევიტყვეთ“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში Rafale-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიენ ლეკორნუს ცნობით, ერთი […]

5 შეხვედრა, რომელიც დიდ ინტერესს იმსახურებს – “ლესტერის” დაბრუნება 37 წლის ვარდით და სერიოზულად გაძლიერებული “ატლეტიკო”…

ქართველი ლეგიონერების მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია და იტალიის სერია “ა”-სა თუ საფრანგეთის ლიგა 1-ის დაწყებას მოუთმელად ველით. გამოვარჩევთ პირველივე ტურში “ვალენსიასა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას – ჯერჯერობით, გიორგი მამარდაშვილი ისევ აქაა. Sportall.ge ჩვენებურების შესახებ დეტალ ინფორმაციას (მო)გაწვდით, დღეს კი გთავაზობთ 5 შეხვედრას, რომსლიც დიდ ინტერესს იმსახურებს. სანამ ბუნდესლიგა ისვენებს, ერთ დაპირისპირებას პორტუგალაიში დავაანონსებთ… მაშინ, როცა ჩვენი […]

რუსეთმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია ოფიციალურად დატოვა

რუსეთმა ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია 1-ელ აგვისტოს ოფიციალურად დატოვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ოფიციალურ იურიდიულ პორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთი ეროვნული უმცირესობების დაცვის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კონვენციის დენონსაციის შესახებ კანონს. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ 2022 წელს რუსეთმა […]

„მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ(WHO) აფრიკაში ვირუს mpox-ის(მაიმუნის ყვავილი) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. ამ ვირუსული დაავადების ეპიდემია 2022-2023 წლებშიც იყო. წლევანდელი აფეთქება უფრო საშიში შტამის გავრცელებამ გამოიწვია. ახალი ეპიდემია დაიწყო აფეთქებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და 500-ზე მეტი გარდაიცვალა. კონგოდან დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ათზე მეტ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9676 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9458 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0218 -მდე ლარი შეადგინა.

„ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან […]

ნახეთ მისამართები თბილისში, სადაც შუქი გაითიშება

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სამხედრო დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჟღენტის, პიკასოს, […]

15-16-17 აგვისტოს, დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15-16-17 აგვისტოს, დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2024 წლის 15, 16 და 17 აგვისტოს 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, […]