რიგის აეროპორტში ახალი ფასიანი სერვისი – Meet & Greet დაინერგა

რიგის აეროპორტში ახალი ფასიანი სერვისი დაინერგა – შეხვედრის სერვისი Meet & Greet. აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრს ან მოგზაურთა ჯგუფს, რომლებიც აღნიშნულ ახალ სერვისს შეიძენენ აეროპორტის პერსონალი გამგზავრების დარბაზში დახვდება და სარეგისტრაციო პუნქტთან მიაცილებს, სადაც მიიტანენ ჩაბარებულ ბარგს. შემდეგ მგზავრი მოხვდება დაჩქარებული უსაფრთხოების სკრინინგზე და ამის შემდეგ დაგეგმილი გამგზავრების სექტორში. საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა იქნება […]
რა ეღირება საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომლის გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით დღეს, 12:00 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. TKT.GE-მ საქართველო-ჩეხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ბილეთების შეძენის ინსტრუქცია და წესები გამოაქვეყნა. კომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სისტემა დააფიქსირებს […]
კრისტალმა და FMO-მ 15 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმეს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალმა” და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა FMO-მ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ.. აღნიშნული გარიგება კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს მხარეებს შორის არსებულ პარტნიორობას, რომელსაც საფუძველი 2017 წელს განხორციელებული პირველი ტრანზაქციით ჩაეყარა. ინვესტიცია ხაზს უსვამს FMO-ს ფოკუსს განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის […]
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის […]
იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

ივლისში საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ – არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო – მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. მიღწეული შეთანხმების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექსპედიციის ხელმძღვანელად მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. რამდენიმე დღის წინ, კულტურული […]
ივანე ჩხაიძე – მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში

ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა მისივე თქმით, 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს. „ყივანახველის სტატისტიკა არ არის წარმოდგენილი რესპირაციულ […]
საქართველო – ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება. […]
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 29 დრონი და 3 X-59 მართვადი რაკეტა გაუშვეს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, ავიაციამ და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, […]
საქპატენტმა ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, ფუნქციონირების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივლისში ავტორიტეტული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUVNORD-ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის „მენეჯმენტის სისტემების“ მიერ განხორციელდა „საქპატენტის“ […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 […]