საქართველო – ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაიყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება. სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ფიზიკური – 212; ფსიქოლოგიური – 187; სექსუალური – 79; უგულებელყოფა – 140; იძულება – 8; ეკონომიკური ძალადობა – 5; ადრეული ქორწინება – 112; შრომითი ექსპლუატაცია – 0; […]

მედია – დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულწყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების განცხადებით, დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განიხილეს და ტრამპის მიზანი იყო, ნეთანიაჰუ წაეხალისებინა, რომ „ჰამასთან“ ნაშუამავლებ შეთანხებას დასთანხმებოდა. ამასთან, უცნობია, კონკრეტულად რა […]

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სამხედრო დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის, თიანეთისა და სოფელ დიღმის აბონენტებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის […]

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დარტყმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე. გენშტაბმა 14 აგვისტოს, გვიან ღამით დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინელებმა დრონებით დაარტყეს სამხედრო აეროდრომებს რუსეთის ვორონეჟის, ნიჟნი-ნოვგოროდის და კურსკის ოლქებში. ეს ინფორმაცია ზოგიერთ მედიასაშუალებას 14 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დაუდასტურეს წყაროებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. უკრაინის შეიარაღებული ძალების […]

„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ შევუერთდებით

“ჰამასის” მაღალჩინოსანის განცხადებით, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს დოჰაში განახლდება. „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ სურთ გეგმა შეთანხმების განსახორციელებლად და არ ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ისრაელს ომის გასაგრძელებლად საფარველით უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის […]

რუსეთში კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. თავდაპირველად, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ გლუშკოვოს დასახლების მაცხოვრებლები, ორი საათის შემდეგ კი გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სმირნოვის ინფორაციით, რაიონიდან გამგზავრების პროცესს კოორდინაციას უწევენ სამართალდამცავი უწყებები, სამხედრო პერსონალი, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის პატრიოტთა ცენტრის წევრები. „ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, გაგებით […]

უკრაინის გენშტაბი რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე : „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“. „აღნიშნულ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, […]

იამალის მამა დანით დაჭრეს – ის ადრე კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული

„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის მამას, მუნირ ნასრაუის ბარსელონას გარეუბან მატაროში, მშობლიურ რაიონში რამდენიმე პირი ავტოსადგომზე თავს დაესხა და დანით დაჭრეს. La Vanguardia-ს ცნობით, მუნირი ბადალონას საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია, სხვა ესპანური გამოცემები კი იტყობინებიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ რამდენიმე მოწმე იპოვა. წყაროს მტკიცებით, თავდასხმას წინ შეხლა-შემოხლა უძღოდა, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მუნირი ძაღლს […]