ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, […]
„საქსტატი“ – საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატმა“ ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლიდან. „2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული […]
ბექა ლილუაშვილი – სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი, ერთმანეთის მაცოცხლებელ-მასულდგმულებელი სუბიექტები არიან

სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან – ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნების” მოწადინება, რომ სააკაშვილისგან პოლიტიკური საფრთხობელა შექმნას, ყოფილი პრეზიდენტი აქტუალობას ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა”. „რა არ […]
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის […]
ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციების შედეგად, „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში, საჰაერო იერიშების შედეგად, 20-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა.
ირაკლი ნადირაძე – ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, პუტინი და “ქართული ოცნებაა” – 26 ოქტომბერს არჩევნებს წააგებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, არის პუტინი და „ქართული ოცნება“. ნადირაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება. „2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე არაერთი ეუთოს და ევროსაბჭოს რეზოლუცია. ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ […]
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ შებეკინოს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სასწრაფო დახმარების ორი მუშაკი“, – წერს გლადკოვი. მისი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქი შებეკინო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის […]
მასწავლებლებისათვის ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის), ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სავალდებულო მოთხოვნებია: მასწავლებლობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება შესაბამისი […]
რუსეთმა სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში

რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლებამ ევაკუაცია მოსთხოვა გლუშკოვოს რაიონის მოსახლეობას. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება ოპერატიულმა შტაბმა მიიღო. მანამდე ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლების, გლუშკოვოს მცხოვრებნი და არა ამ მუნიციპალურ რაიონში შემავალი სხვა დასახლებებიც. როგორც BBC წერს, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად გლუშკოვოს რაიონი სამი მხრიდან მომწყვდეული აღმოჩნდა […]
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

„საქართველოს ბანკის“ მობილბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიხედვით, იგი საუკეთესო მობილბანკია საქართველოში“, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, აღნიშნული აღიარება ფინანსურმა ინსტიტუტმა Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების ფარგლებში მიიღო, რომელიც უკვე 25 წელია, ფინანსურ ინსტიტუტებს დიჯიტალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის გამოარჩევს. დაჯილდოების ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ […]