თბილისში მოზარდს ეძებენ

თბილისში დაკარგულ ბავშვს ეძებენ – ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ვარკეთილში, დილის 8 საათზე სახლიდან მაღაზიაში გავიდა, თუმცა მას შემდეგ ბიჭის კვალი ქრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 595394027, ან 555788886. ვარკეთილი 3-იდან, დილის 8 საათზე გავიდა სახლიდან მაღაზიაში და არ დაბრუნებულა, სავარაუდოდ, სადაც ვიფიქრეთ რომ წავიდოდა იქ არ ჩანს, აცვია ეს მაისური და გრძელი […]

6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება. სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ფიზიკური – 212; ფსიქოლოგიური – 187; სექსუალური – 79; უგულებელყოფა – 140; იძულება – 8; ეკონომიკური ძალადობა – 5; ადრეული ქორწინება – 112; შრომითი ექსპლუატაცია – 0; […]

VIDEO: “მოვიდეს აქ აჭარის მთავრობა და თვითონ იბანავოს” – კანალიზაცია ბათუმის სანაპიროზე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ბათუმის სანაპიროდან ვიდეოს ავრცელებს. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ბათუმის სანაპიროში კანალიზაცია ჩადის. “მოვიდეს აქ ბათუმის მთავრობა და თვითონ იბანავოს” – წერს მოქალაქე. ნახეთ ვიდეო:

“ცუდი ხასიათი ჰქონდა… მან ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში გაიაზრა…” – საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სანიოლზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილამ დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა footamateur-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სთხოვეს იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული ჩამოეთვალა, რომელსაც თავად წვრთნიდა. მან სიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მენეჯერი ვილი სანიოლიც შეიყვანა, რომელიც ასე დაახასიათა: “სანიოლს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის საქმის გაფუჭების ნამდვილი მეფე იყო. ახლა როცა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, მან ეს ყველაფერი გაიაზრა”, […]

ოსიმენის საგა სრულდება? – “ნაპოლის” სპორტული დირექტორი ლონდონში გაემგზავრა და შეთავაზებაც გააკეთა

ჟურნალისტ ჯოვანი კაპუანოს ინფორმაციით, “ნაპოლის” სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონში გაემგზავრა, რათა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი საბოლოო დახუროს. მან “ჩელსის” ნიგერიელი ფეხბურთელი შესთავაზა, სანაცვლოდ კი რომელუ ლუკაუ, 45 მილიონი ევრო და 21 წლის იტალიელი ნახევარმცველი ჩეზარე კასადეი მოითხოვა. “არისტოკრატების” პასუხი არ ეტაპზე უცნობია. რამდენიმე დღის წინ “სტემფროდ ბრიჯის” ბინადრებმა ლუკაკუს სანაცვლოდ შეთავაზებული 25+5 მილიონი ევროიანი წინადადება […]

საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი ქვეყნებს ყოფს 4 კატეგორიად : 1 ლიბერალური დემოკრატიები, ელექტორალური დემოკრატიები, ელექტორალური ავტოკრატიები, და დახურული ავტოკრატიები. ანგარიშის მიხედვით საქართველოს ევროპის იმ 20 […]

“მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან” – გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან მისი სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი, ვი­მე­ო­რებთ 16-წლი­ან მო­წო­დე­ბას რუ­სე­თის მი­მართ – გა­ა­უქ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის – აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, – ამის შე­სა­ხებ მალ­ტის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ, ფრან­ჩეს­კა გა­ტიმ გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის […]

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას. „კიდევ ერთხელ ვეხმაურებით “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის […]

ვითარება სტიქიით დაზიანებულ ალავერდში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები წარმატებით გრძელდება. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. “პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს […]

2023 წელს ინვესტიციების მოცულობა 15.6%-ით შემცირდა – „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემები

„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება. 2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7 პროცენტი შეადგინა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2023 […]