Georgian Airways-ი თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის ფრენებს იწყებს

ტოლმაჩოვის აეროპორტის ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Georgian Airways-ის თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ქალაქებს შორის ფრენების პროგრამა 28 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება, ხოლო რეისები კვირაში 2 სიხშირით: სამშაბათს და შაბათს განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი 20 წუთია. ბილეთების რეალიზაცია ჯერ არ დაწყებულა. avianews.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში მდინარე სუფსაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით – ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ თევზჭერას; მდინარე მტკვრის კალაპოტიდან კანონდამრღვევებს 8 კგ. ხრამულის სახეობის თევზი […]

პეტრე ცისკარიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საბუთები, წესდება და იუსტიციაში რეგისტრირებული დოკუმენტაცია, ეს არის იდეა, ხალხი – „ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ ისინი სამართლიან არჩევნებში დამარცხდებიან პირველივე მოსახვევში

მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ ბოლომდე იყვნენ კორუფციაში ჩაფლული, მილიონებს შოულობდნენ, ხოლო ხალხი აქ ვინც რჩება, გაღარიბდეს, ვინც გაასწრებს ქვეყნიდან, გავიდეს – ჩვენი ვალია, გავერთიანდეთ. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ და ოქტომბრის ბოლოს ამ ადამიანებს გავუშვებთ, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, […]

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ აჭარაში წარდგენილი დელეგატები „ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების, რეზო ხარაზისა და ბონდი თედორაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ, აჭარაში წარმოდგენილი დელეგატები, ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია „ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ“. ოპოზიციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარული სისტემა მივაბარეთ წარსულს, თუმცა, „ოცნება“ მაინც ებღაუჭება მას და ამჯერად ივანიშვილმა თავისი „დელეცები“ […]

ანა წითლიძე – პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება – ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი

დღეს პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება – ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი, – ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე წერს. „რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ „ხაბე“ […]

თეთრი სახლი – რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული იარაღით დარტყმების შესახებ აშშ-ის პოზიცია კურსკის ოპერაციის ფონზეც არ შეცლილა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების ნებართვასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა იმ ოპერაციის მიუხედავად, რასაც უკრაინა კურსკის ოლქში ატარებს. კითხვაზე, უკრაინის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატები უფრო მეტს იმაზე, რომ დართოს უკრაინას ნება აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელოს დარტყმები, თეთრი […]

ანა წითლიძის ცნობით, ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება

ანა წითლიძის ცნობით, ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს: “საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით. ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი. ხატია, რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? […]

რომანო: გიუნდოგანი “ბარსელონას” დატოვებს, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელის დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კლუბს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლაუგრანამ” ფეხბურთელს აცნობა, რომ გუნდში მისი ადგილი აღარ არის, შესაბამისად, ილქაის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. რომანოს ინფორმაციით, გიუნდოგანის აგენტს “მანჩესტერ სიტი” დაუკავშირდა, “ქალაქელები” მზად არიან 33 წლის ნახევარმცველი დაიბრუნონ. გიუნდოგანის დამატებით არაბული კლუბებიც ინტერესდებიან. შეგახსენებთ, […]

გია ხუხაშვილი – „ქართული ოცნება“ ისტერიკაშია – „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ გასასამართლებლად 12 წელი ჰქონდათ, ახლა კი ხანდაზმულობის ვადა დიდი ხანია გასულია – არ მგონია, ვინმემ ეს სისულელე „შეჭამოს“

„ქართული ოცნება“ არის ისტერიკაში. ის ფსონებს მაქსიმალურად ზრდის და ერთგვარ „ვა ბანკზე“ მიდის, – ასე შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ხრიკი, […]

თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის. „დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა […]