ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით, ხან იუნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამხედროებმა ექვსი მძევლის, ალექს დანსიგის, იაგევ ბუჩშტავის, ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლეველისა და ავრამ მუნდერის ცხედრები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა […]

ვახუშტი მენაბდე – ხელისუფლება ახლაც სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს და „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება უმარტივესად შეუძლია დაავალოს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აკონტროლებს, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახული მიზნების მიღწევა არც დღეს გაუჭირდება. ამასთან, მენაბდე “გამოგონილს“ უწოდებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, კონსტიტუციის შეცვლის საჭიროების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას. “ქართული ოცნება” განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს რისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. სამ მიზეზს ასახელებს, მაგრამ სამივეს გაკეთება 76 დეპუტატითაც შეუძლია. შინაარსის […]

ვენესუელა სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება, თუ ნიკოლას მადურო ვერ დაამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა – ჯოზეფ ბორელი

ვენესუელა, შესაძლოა, მალე სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს, თუ ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დაჟინებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას საარჩევნო სიების გამოქვეყნებით არ დაადასტურებს, – Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. “თუ მადურო დაჟინებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ მან გაიმარჯვა და არ სურს გაიგოს, რომ არჩევნების შედეგები […]

აშშ-ში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა. სასამართლო პროცესი, რომელზეც მისი აშშ-ში ექსტრადირების საკითხი უნდა გაირკვეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმართება. „დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება“, – აცხადებენ სუსში. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ძებნილმა პირმა მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ […]

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე – მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა – ისინი იმართებიან გარე ძალებით და სწორედ ამ ძალების დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება

“ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა,-ასე ეხმაურება პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების პროცესს. მისი თქმით,ორც მან განმარტა, რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებით იმართება, სწორედ ამ ძალების დაკვეთით მოხდა გადაჯგუფება და თითქოს ახალი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბება. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთიან ძალას – „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს“. […]

სოფო ჯაფარიძე – ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით

ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით. ივანიშვილის რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენ გზას ევროპისკენ, არამედ გვიწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. სოფო ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მთავრობას არ […]

პეტრე ცისკარიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, თავს ესხმიან

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი [„ქართული ოცნება“] ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნერვებს უშლის, ამიტომ თავს ესხმიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ახერხებს, რომ არ იყოს ტოტალიტარულ წყობილებაში ჩამჯდარი ინსტიტუცია. „ნებისმიერ ინსტიტუციას, თუ ცალკეულ უწყებას, რომელსაც შეიძლება ისინი […]

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, 1994 წელს დაბადებული ს.ტ. იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის […]

„გიპოვის ის, ვინც გეძებს“ – საქართველოს ბანკმა Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო

„გიპოვის ის, ვინც გეძებს“ – საქართველოს ბანკმა Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, საქართველოს ბანკმა შეთავაზებების განახლებული პლატფორმის, Ads მენეჯერის საკომუნიკაციო კამპანია წამოიწყო. „გიპოვის ის, ვინც გეძებს“ კამპანიის სლოგანია და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ თუ როგორ გამოაქვეყნონ შეთავაზებები საქართველოს ბანკის იმ ციფრულ არხებში – მობილბანკი, sCoolApp […]