Georgian Airways-ი თბილისიდან ნოვოსიბირსკის მიმართულებით ფრენის დაწყებას გეგმავს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ნოვოსიბირსკი-თბილისის ავიარეისზე ფრენებს აანონსებს. თავდაპირველად ინფორმაცია ახალი რეისების შესახებ ნოვოსიბირსკის “ტოლმაჩევოს” აეროპორტის საიტზე გამოქვეყნდა. იქ მითითებული იყო, რომ რეისები 28 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით შესრულდებოდა კვირაში ორჯერ: სამშაბათობითა და შაბათობით. დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ის ვებსაიტზეც გამოქვეყნდა, თუმცა ჯერჯერობით ბილეთების გაყიდვა არ დაწყებულა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ დეტალები ზუსტდება, რომ რეისების […]

თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ჯანსაღ ოპოზიციას არ უწერია პოლიტიკურ ველში შემოსვლა, ამიტომ არის აუცილებელი “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა

თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ჯანსაღ ოპოზიციას არ უწერია პოლიტიკურ ველში შემოსვლა, ამიტომ არის აუცილებელი “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. ექსპერტის თქმით, აუცილებელია “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებზე მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაჯანსაღდეს ქართული პოლიტიკა. „თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს დესტრუქციული პარტია, როგორიცაა კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც […]

როგორც ადრე იტყოდნენ, ქუდზე კაცი გამოვიდეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის უსაშინელესი ძალა, რომელსაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები

როგორც ადრე იტყოდნენ, ქუდზე კაცი გამოვიდეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის უსაშინელესი ძალა, რომელსაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ეხმიანება, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გვენეტაძის თქმით, როგორც ადრე იტყოდნენ „ქუდზე […]

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა

20 აგვისტოს თავდაცვის ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსების დღეს აღნიშნავს. 105 წლის იუბილე ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და […]

პიანისტი ლევან შენგელია მახათას პანთეონში დაკრძალეს

ლევან შენგელია 1969 წლის 6 მაისს დაიბადა სამტრედიაში. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ მოღვაწეობდა. პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები „ჯადოსნური ღამე“, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად იმართებოდა. იგი ასევე ასწავლიდა ნიუ-იორკის საფორტეპიანო სასწავლებელსა (Piano School of New York City) და ანსელმოს მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში (Anselmo Academy of […]

ოთარ შამუგია – 10-12 წლის წინ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მლნ ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის. „სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, […]

CityPay.io-მ თურქეთში საოპერაციო ლიცენზია მიიღო!

CityPay.io-მ თურქეთში ოფიციალური საოპერაციო ნებართვა მიიღო. ეს კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გლობალური წარმატების გზაზე. ეს არის თურქეთის მიერ მარეგულირებელი კომისიის გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზეც კომპანია შეუფერხებლად შეძლებს ოპერირებას თურქულ ფინანსურ ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თურქეთის ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია, საოპერაციო ნებართვა სრულიად ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა ადგილობრივ მომხმარებელთათვის მომსახურებების შეთავაზების კუთხით. […]

“სანამ დაწერთ, როგორ გამხდარხარო…” – ფოტოები ბარბარა სამხარაძის ალბომიდან – Marao

მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. 2019 წელს კი მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და რჩევებს წონის კლებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად აძლევს. როგორც ცნობილია, ბარბარა წლების განმავლობაში ცდილობდა […]

საია: ცესკო-ს წილისყრის ცვლილება აუარესებს კანონმდებლობას, გაუმჭვირვალეს ხდის პროცესს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება ლელო საქართველოსთვის სარჩელზე, რომელიც ცესკოს მიერ 2024 წელს მიღებულ სადავო დადგენილებას ეხება. დადგენილების თანახმად, ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩატარდეს. საია-ს შეფასებით, ცესკოს ცვლილებისთვის მითითებულ სამართლებრივ საფუძველს არასწორად განმარტავს. ასევე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სადავო ცვლილება […]

Georgian Airways თბილისიდან ნოვოსიბირსკში ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში – ნოვოსიბირსკში იფრენს. ავიაკომპანია Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი რუსეთში ფრენების დაწყების გამო უკრაინის მიერ სანქცირებულია, მას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.